როგორ მოვამზადოთ ძეხვის რულეტები

1209
Sausage salami and vegetables on wooden platter. Whole background.

სადღესასწაულო დღეებში, როდესაც გსიამოვნებთ კერძების მომზადება, დიასახლისებს ძალიან ეხმარება ბიუჯეტური კერძების რეცეპტები. ეს არის კერძების ის კატეგორია, რომელიც მაგიდას ამშვენებს და ამავდროულად ძალიან გემრიელია. ეს ხომ დღესასწაულია.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ სადღესასწაულო მაგიდაზე უბრალოდ შეუცვლელი მინი კერძის რეცეპტს. ძეხვის რულეტები მზადდება ძალაინ სწრაფად და რაც მთავარია საოცრად გემრიელია.

რულეტები მრავალფეროვანი შიგთავსით

ინგრედიენტები

  • 100გ შებოლილი ძეხვი
  • 2 კვერცხი
  • 100გ ნაღების ყველი
  • 100გ კაპერსი ან ზეთისხილი
  • 5 ცალი ნიგოზი
  • მწვანილი (კამა, ოხრახუში) გემოვნებით
  • ჩილი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ეს რეცეპტი არის კერძისათვის სამი განსხვავებული შიგთავსით: კაპერსი ან (ზეთისხილი, ნიორი, ნიგოზი და ასევე ჩილი წიწაკა. წვრილად დაჭერით ეს ინგრედიენტები.

2.მოხარშეთ კვერცხი. გამოყავით ცილა და გული ერთმანეთისაგან. ნაღების ყველი და კვერცხის გული ერთად გახეხეთ.

3.დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ცილა და მწვანილი, მოურიეთ და მოაყარეთ წიწაკა.

4.ყველის მასა გაყავით სამ ტოლ ნაწილად. ეს იქნება შიგთავსის ფუძე. ერთ ნაწილს დაუმატეთ კაპერსი, მეორეს ნიორი და ნიგოზი, ხოლო მესამეს წიწაკა ჩილი.

5.თხლად დაჭერით ძეხვი. თითოულ ნაჭერზე მოათავსეთ კამის ფოთოლი და ჩაის კოვზი ყველის მასა.

6.დაახვიეთ ძეხვის ნაჭრები და დააფიქსირეთ რაიმე წკირით. 3 სახის შიგთავსის გასარჩევად გამოიყენეთ ფერადი წკირები.

7.მაგიდაზე მოათვსეთ მსუბუქი კერძის სტატუსით.

როგორც ხედავთ არ არის რთული. მარტივი ინგრედიენტები, მოიძებნება ნებისმიერ მაცივარში, მითუმეტეს სადღესაწაულოდ.

ამავდროულად ეს რულეტები იკავებენ ძალიან პატარა ადგილს. წვეულებაზე მათთან ერთად მოძრაობაც კომფორტულია.

მერწმუნეთ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ სამი სახის რულეტები, რომლებიც ძალიან უხდება სამელს. მარტივი ინგრედიენტების შერწყმით თქვენ მიიღებთ საოცრად ნოყიერ და გემრიელ კერძს.