როგორ მოვამზადოთ ცნობილი ტრადიციული კერძი “აფხაზურა” აფხაზურად

3026

აფხაზურას აფხაზეთში გულ-ღვიძლით ამზადებენ, შამფურზე წვავენ და აჯიკით აზავებენ. გულსართში არ გამოიყენება ფილტვი.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ღორის გულ-ღვიძლი (ღვიძლი, გული, თირმელი და ელენთა)
  • 100 გ წითელი აჯიკა
  • 200 მლ ზეთი
  • 100 მლ ძმარი
  • 100 მლ წყალი
  • 5 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 5 გ ქონდარი (შეიძლება როგორც ნედლი, ასევე ხმელი ქონდრის გამოყენება)
  • 15 გ ხმელი ქინძი
  • დაღერღილი წიწაკა
  • 100 გ ბადექონი
  • ხახვი – სერვირებისთვის

მომზადების წესი:

  1. ხორცს ამოვაჭრათ სისხლძარღვები, მაგარი ნაწილები და დავჭრათ საშუალო ზომაზე.
  2. ყველა დანარჩენი ინგრედიენტი ავურიოთ, შიგ მოვათავსოთ ხორცი და 3 საათით მაცივარში შევდგათ.
  3. ხორცის ნაჭრები წამოვაცვათ შამფურზე და სულ მცირე, სამი ფენა ბადექონი გადავახვიოთ. შევწვათ მაყალზე, სანამ დაიბრაწება. სუფრაზე მივიტანოთ ხახვთან ერთად.