როგორ მოვამზადოთ ყველა წესის დაცვით უზბეკური ფლოვი

1398

უზბეკებს აქვთ გამონათქვანმი – “თი სიკვდილი მომიწევს – უმჯობესია ფლოვისგან მოვკვდე”. ამ გამონათქვამს რთული არ დაეთანხმო, რადგან სწორად მომზადებული უზბეკური ფლოვი ნამდვილად შედევრია.

ამ კერძის ისტორია ძველი წელთაღრიცხვით 2-3 საუკუნეებიდან იწყება. ხოლო თანამედროვე ფლოვს 17 საუკუნეში ვხვდებით. ამ კერძის უამრავი ვარიაცია არსებობს.

ფლოვს ამზადებენ ხორცით, თევზით, ფრინველის ხორცით, ბოსტნეულით და გამომშრალი ხილით. მარცვლელად ბრინჯის გარდა იყენებენ სორგოს, ბარდას, სიმინდს და ლობიოს.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ საოცარ რეცეპტს!

ინგრედიენტები

  • ცხვრის ხორცი 1კგ
  • ბრინჯი 1კგ
  • სტაფილო 1კგ
  • ხახვი 4 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 300მლ
  • ნიორი 2 ცალი
  • წითელი წიწაკა 2 ცალი
  • ძირა 1 სუფრის კოვზი
  • ბარბარისი 1 სუფრის კოვზი
  • კაკალი ქინძი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. კარგად გარეცხეთ ბრინჯი რამდენიმეჯერ, გამოვლებისას წყალი უნდა იყოს გამჭირვალე.
  2. ნიორს მოაჭერით ზედან ყუნწი, მაგრამ არ დაშალოთ.
  3. გაასუფთავეთ 3 ხახვი და დაჭერით მრგვლად. შემდეგ გაასუფთავეთ სტაფილო, დაჭერით წვრილად და გრძლად.
  4. გააცხელეთ ქვაბი და მასში გაალღვეთ კარაქი. კარაქს დაუმატეთ ხახვი, ამოიღეთ გაყავისფრების შედმეგ.
  5. ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 10 წუთი.
  6. გარეცხეთ ცხვრის ხორცი და დაჭერით კუბიკებად. დაუმატეთ ხახვს და მოთუშეთ.
  7. მოაყარეთ სტაფილო და დაელოდეთ 3 წუთი. ამის შემდეგ ინგრედიენტებს კარგად მოურიეთ და დაელოდეთ 10 წუთი. ქვაბში ჩაასხით ადუღებული წყალი. წყლის დონე 1სმ უნდა აღემატებოდეს ინგრედიენტების დონეს.
  8. დაუმატეთ მწარე წიწაკა, დაადაბლეთ ცეცხლი და მოთუშეთ 1 საათი.
  9. მოაყარეთ ძირა, კაკალი ქინძი და ბარბარისი. დაუმატეთ მარილი და დაელოდეთ 10-15 წუთი.
  10. ისევ გარეცხეთ ბრინჯი და დაუმატეთ ხორცს. მაქსიმალურად გაზარდეთ ცეცხლი და მოასხით ცხელი წყალი. წყლის დონე 3სმ უნდა აღემატებოდეს ინგრედიენტების დონეს.
  11. როცა ბრინჯი კარგად შეიწოვს წყალს ჩაჭყლიტეთ ნიორი. ფლოვის მასა ხის წკირით ჩაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას და დააფარეთ თავზე, ცეცხლი დაიყვანეთ მინიმუმამდე.

გემრიელად მიირთვით!