როგორ მოვამზადოთ ყველასთვის საყვარელი კაკლის მურაბა

3321

სიტყვა “მურაბა” ქართულში აღმოსავლური, კერძოდ არაბული ენიდან შემოვიდა. სიტყვათა ნასესხობა საუკეთესო საშუალებაა, თვალი მივადევნოთ სხვადასხვა პროდუქტის თუ კერძის შემოსვლას კულინარიაში. როგორც ჩანს, თავად ამ დესერტის მომზადებაც საქართველოში აღმოსავლური ექსპანსიის შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ხილის გარდა, მურაბა ნედლი ბოსტნეულისგანაც მზადდება, განსაკუთრებით საინტერესო კი გირჩისა და კაკლის მურაბაა, რომლებიც ეგზოტიკური გემოს მოყვარულებს ძალიან მოსწონთ. გასტრონომია დღეს სწორედ კაკლის მურაბის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • კაკალი – 100 ცალი
  • შაქარი – 2,2 კგ
  • კირი – 500 გ
  • თეთრი შაბი – 1 ს.კ.
  • მიხაკი – 1 ჩ.კ.
  • დარიჩინი – 1/2 ჩ.კ.
  • ილი – 1/2 ჩ.კ.
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. საშუალო ზომის ნედლი, ქორფა კაკალი გათალეთ, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაფაროს და 3 დღე გააჩერეთ. ყოველდღე 3-ჯერ გააჩერეთ. ყოველდღე 3-ჯერ გამოუცვალეთ წყალი. მესამე დღეს გადაწურეთ წყალი და ყველა კაკალი სათითაოდ დაჩხვლიტეთ ჩხირით ან ჩანგლით. კაკალს დააყარეთ 500 გრამი კირი და დაასხით იმდენი წყალი, რომ დაფაროს. გააჩერეთ კიდევ 3 დღე. მეოთხე დღეს კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, რათა კირი ბოლომდე გასცილდეს.
  2. გარეცხილი კაკალი ისევ დაფარეთ წყლით და 4 დღე გააჩერეთ. წყალი უცვალეთ დღეში 3-ჯერ. მეხუთე დღეს სქელძირიან ქვაბში აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ კაკალი. ხარშეთ 20 წუთს, შემდეგ გადაწურეთ. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ შაბი, ჩაყარეთ კაკალი და ადუღეთ 15 წუთს. გადაწურეთ, ისევ დაასხით მდუღარე წყალი და კიდევ ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.
  3. 200 გ შაქარი გახსენით 4 ლიტრ წყალში, დაასხით კაკალს და ადუღეთ ნახევარ საათს. მერე ისევ გადაწურეთ წყალი. ქვაბში ჩაასხით 5 ლიტრი წყალი და დაამატეთ 2 კგ შაქარი. წამოადუღეთ, ჩაყარეთ კაკალი და ხარშეთ 4-5 საათი დაბალ ცეცხლზე, სანამა კარგად არ მოიხარშება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ.კ. ილი, 1 ჩ.კ. მიხაკი, 1/2 ჩ.კ. დარიჩინი და ვანილი.

თქვენ როგორი რეცეპტით ამზადებთ კაკლის მურაბას? გაგვიზიარეთ ის კომენტარებში.