როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ბიფსტროგანოვი: რეცეპტი, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს

4967

ბიფსტროგანოვი ძალიან პოპულარული კერძია, რომელიც მე-19 საუკუნეში გაჩნდა. ის წარმოადგენს თხლად დაჭრილი საქონლის ხორცისა და არაჯნის სოუსის ნაზავს.

ამ კერძს აუცილებლად ცხლად მიირთმევენ, რადგან ცივ მდგომარეობაში კარგავს გემობრივ თვისებებს. გარნირად კი საუკეთესოა შემწვარი კარტოფილი ბოსტნეულით.

ინგრედიენტები

  • 500 გრ საქონლის ხორცი
  • 200 გრ ქამა სოკო
  • 1-2 თავი ხახვი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 1 ს.კ. მდოგვი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 200 მლ წყალი
  • მარილი, სუნელები გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით საქონლის ხორცი თხლად, ასევე დაჭერით ხახვი რგოლებად.
  2. ქამა სოკო გარეცხეთ და თხელ რგოლებად დაჭერით.
  3. გახურებულ ტაფაზე მოთუშეთ ხახვი ზეთში. დაამატეთ სოკო და შეწვით.
  4. შეწვით ხორცი ტაფაზე, დაამატეთ ფქვილი და სწრაფად მოურიეთ.
  5. ხახვსა და სოკოს დაუმატეთ წყალი, არაჟანი, მდოგვი, მარილი და სუნელები.
  6. ჩააწყვეთ ხორცი სოუსში და მოთუშეთ დარბილებამდე.

მოამზადეთ ხორცი ამ რეცეპტით და დარწმუნდით, რომ ბიფსტროგანოვი ძალიან ნაზი კერძია არომატულ სოუსში. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!