როგორ მოვამზადოთ ყაბაყის უგემრიელესი ღვეზელი ხორცის ბურთულებით

1678

ყაბაყის სეზონი თავის ზენიტშია! მათ, ვისაც ყაბაყი ძალიან უყვართ და სურთ მისგან რაღაც ახალი, განსხვავებული და უჩვეულო კერძი მოამზადონ, ჩვენი რედაქცია სთავაზობს მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი ყაბაყის ღვეზელის რეცეპტს.

ყაბაყის ღვეზელი

ინგრედიენტები

  • 3 ც საშუალო ზომის ყაბაყი
  • 1 ც კვერცხი
  • 200 გრ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 150 გრ ხორცის ფარში
  • 1 ც ხახვი
  • 4 ს.კ. გახეხილი ყველი
  • პილპილი გემოვნებით
  • გახუხულოი პურის ნამცეცები (ზემოდან მოსაყრელად)
  • მცენარეული ზეთი (საცხობ ფორმაზე წასასმელა)

 მომზადების წესი 

1. დახეხეთ ყაბაყი.

2. დაუმატეთ მას კვერცხი, მარილი და გამაფხვიერებელი.

3. კარგად მოურიეთ და თანდათან დაუმატეთ ფქვილი.

4. მზა ცომს დაუმატეთ 2 ს.კ. დახეხილი ყველი.

5. ხახვი გაატარეთ ხორცის მანქანაში, ან დააბლენდერეთ, შემდეგ შეურიეთ ფარშში, დაუმატეთ მარილი, პილპილი და თქვენთვის სასურველი სანელებლები.

6. ფარშისგან გააკეთეთ პატარა ზომის ბურთულები.

7. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ გახუხული პურის ნამცეცები. მოათავსეთ ცომი საცხობ ფორმაში და თანაბრად გაიყვანეთ მთელს ზედაპირზე.

8. შემდეგ პატარა დაშორებებით დაალაგეთ ხორცის ბურთულები ცომის ზედაპირზე და ხელით მსუბუქად დააწექით, რომ ცოტათი ჩავიდეს ცომში.

9. ღვეზელს ზემოდან დარჩენილი ყველი მოაყარეთ.

10. მოათავსეთ საცხობი ფორმა 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით.

11. იმისათვის, რომ ღვეზელმა ფერი ძალიან არ შეიცვალოს, 30 წუთის შემდეგ ზემოდან ფოლგა გადააკარით.

12. ღვეზელი საცხობ ფორმაშივე გააცივეთ. შემდეგ კი სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!