როგორ მოვამზადოთ ქლიავის მარმელადი ზამთრისთვის

1557

ვის ჭირდება ეს ქიმიური კარამელი და საეჭვო ხარისხის შოკოლადი, თუ სახლში ნატურალური ტკბილეული გაქვთ?

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ქლიავის მარმელადის რეცეპტს. ქლიავი შემთხვევით არ შეგვირჩევია, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, საკმარისს, რომ ტკბილეული კარგად გამყარდეს და ფორმა შეინარჩუნოს.

მოცემული ინგრედიენტებისგან დაახლოებით სამი 200 მლ-იანი ქილა ტკბილეული გამოგივათ.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ქლიავი
  • 1 ს.კ. ცოცხალი ჯანჯაფილი
  • 1 კგ შაქარი
  • 1 ც ლიმონი

მომზადების წესი

1. ქლიავები შუაზე გაყავით, კურკები მოაშორეთ. ხილი ღრმა ქვაბში ჩაყარეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი და შაქარი. დაადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე, მოურიეთ და მოადუღეთ. როდესაც ქლიავი საკმარისი ოდენობის წვენს გამოყოფს, დაუმატეთ გახეხილი ჯანჯაფილი. მოადუღეთ 20 წუთით.

2. საცერში გაწურეთ მასა. მიღებული პიურე კვლავ ქვაბში ჩაასხით და ცეცხლზე დაადგით. მოადუღეთ ქლიავი დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. შეამოწმეთ ქლიავი მზად არის თუ არა: თეფშზე გადაიტანეთ ცოტაოდენი ქლიავის პიურე, თუ იგი თეფშზე გაფართოვდება – გამორთეთ ცეცხლი.

3. მდუღარე მარმელადი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, მოხუფეთ, შეფუთეთ თბილ ადეალაში და გააჩერეთ 8 საათით.

რჩევა: მარმელადის ნაწილი სილიკონის ფორმებში გადაანაწილეთ და მაცივარში შეინახეთ. როდესაც კარგად გაცივდება, შაქრის პუდრი ან ქოქოსის ფანტელი მოაყარეთ, მიირთვით ორცხობილასთან და ხილთან ერთად. გემრიელად მიირთვით!