როგორ მოვამზადოთ ფხვიერი გარნირი ყველაზე იაფფასიანი ბრინჯისგანაც კი

1830

ბრინჯი – ფაქტობრივად ყველანაირი ბოსტნეულის კერძის შესანიშნავი გარნირია. ის 80% რთულ ნახშირწყლებს შეიცავს, ფაქტობრივად არ შეიცავს მარილს და გლუტენს, ამიტომაც პოპულარული პროდუქტია ბავშვების მენიუში ასევე მათთვის, ვისაც გული აწუხებს.

ბრინჯის უამრავი ჯიში არსებობს, ყველაზე სასარგებლო კი ველური და გაუსუფთავებელია. დამუშავების შემდეგ ის სრულად ინარჩუნებს ფორმას, გარნირი კი ფხვიერი გამოდის. მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ბრინჯი ძვირი ღირს.

თუ გსურთ საოცარი გარნირის მომზადება ისწავლოთ, გაითვალისწინეთ „გასტრონომიას“ რჩევა.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 400 მლ წყალი
  • 40 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. მარილი

მომზადება

1. რაც შეიძლება კარგად გარეცხეთ ბრინჯი. ღრმა თასში ჩაყარეთ, შემდეგ დაასხით წყალი, ხელით კარგად მოურიეთ, გადაღვარეთ სახამებლისებრი წყალი. გაიმეორეთ პროცედურა, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება.

2. დაასხით ცივი წყალი, დააფარეთ ქაღალდის ხელსახოცი და დატოვეთ მინიმუმ 2 საათით.

3. გადაღვარეთ წყალი და ისევ კარგად გარეცხეთ ბრინჯი. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ინგრედიენტებში მითითებული ოდენობის წყალი.

4. აადუღეთ და ხარშეთ ინტენსიურ ცეცხლზე 3 წუთი, ამ ეტაპზევე დაუმატეთ კარაქი და მარილი. დააფარეთ თავსახური, გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ 30 წუთით გაზქურაზე.

მხოლოდ რამდენიმე მანიპულაცია და 3-წუთიანი ხარშვა – შედეგად კი მართლაც გემრიელი და სასარგებლო გარნირი, ან ღვეზელების შიგთავსის საფუძველი მზადაა.