როგორ მოვამზადოთ ფაფუკი ბისკვიტი კეფირზე კვერცხის გარეშე

1317

კლასიკური ბისკვიტი – ყველას უყვარს, მაგრამ მისი მომზადება ყველას ეზარება. კვერცხის ათქვეფას და ცომის მომზადებას დრო უნდა. დღეს ჩვენ ძალიან გავამარტივეთ რეცეპტი, მაგრამ ხარისხი ისევ უმაღლესია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • კეფირი 350მლ
  • მზესუმზირის ზეთი 130მლ
  • შაქარი 150გ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
  • ვანილი 10გ

მომზადება

1.გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

2.კეფირს დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, ზეთი, ვანილი და გამაფხვიერებელი. კარგად მოურიეთ.

3.გამოსაცხობ ფორმაში ჩაასხით ცომი.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.

5.მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!