როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი გოგრის ნამცხვარი ბეზეთი

1773

“გასტრონომიას” რედაქციამ აღმოაჩინა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გოგრა არ უყვართ საჭმელში. სწორედ ასეთ ადამიანებს მივმართავთ: თქვენ უბრალოდ არ გაგისინჯავთ კარგი გოგრის ნამცხვარი! მაგალითად ისეთი, რომლის რეცეპტსაც დღეს გთავაზობთ.

ფხვიერი ცომი და კონტრასტული გოგრისა და არაჟნის შიგთავსი, ზემოდან კი ბეზე – საოცარ შეხამებას ქმნის. გირჩევთ შეარჩიოთ 20%-იანი არაჟანი. ბეზეს ბოლომდე გამოშრობა საჭირო არ არის, სწორედ ასეთი კონსისტენციაა ამ ნამცხვრის ხიბლი.

ინგრედიენტები

  • 180 გრ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 400 გრ გოგრა
  • 320 გრ არაჟანი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ს.კ. ლიმონის ცედრა
  • 230 გრ შაქარი
  • 4 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 2 კვერცხი
  • 2 კვერცხის ცილა
  • 1 მწიკვი ლიმონის მჟავა
  • ვანილის ექსტრაქტი გემოვნებით

მომზადება

  1. მოაცილეთ გოგრას კანი, დაჭერით კუბებად და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.
  2. მოამზადეთ შიგთავსი. გადაიტანეთ გოგრა თასში, დაამატეთ ლიმონის ცედრა და დააბლენდერეთ. დაამატეთ ლიმონის წვენი, 250 გრ არაჯანი, კვერცხი, 20 გრ ფქვილი, 130 გრ შაქარი, ვანილის ექსტრაქტი. ათქვიფეთ მასა მიქსერით.
  3. მოამზადეთ ფხვიერი ცომი: ოთახის ტემპერატურის კარაქი ათქვიფეთ დარჩენილ არაჟანთან, დაამატეთ 160 გრ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ცომი.
  4. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი. მოათავსეთ ცომი ისე რომ ფორმის კედლებზეც ამოვიდეს. დაასხით შიგთავსი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით.
  5. მოამზადეთ ბეზე. ათქვიფეთ კვერცხის ცილა, 100 გრ შაქარი და ლიმონის მჟავა. დადგით წყლის აბაზანაზე ისე რომ ქვაბი წყალს არ ეხებოდეს. ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე 10-15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით და კდევ 3 წუთი განაგრძეთ ათქვეფვა.
  6. გამოიღეთ ნამცხვარი, საკონდიტრო ტომსიკის მეშვეობით დაასხით ბეზეები. დაუკელით ტემპერატურას 150 გრადუსამდე და კიდევ 10 წუთი გამოაცხვეთ.

გააცივეთ ბოლომდე ნამცხვარი და შემდეგ დაჭერით. გირჩევთ არ იჩქაროთ, რათა გემოები ერთმანეთს უკეთ შეერწყას. ამისათვის შედგით ნამცხვარი მაცივარში მთელი ღამით. გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!