როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურთულები შპროტით

1262
Balls of crab meat in tempura and sesame seeds and sauce

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ უგემრიელესი ბურთულების რეცეპტს, რომლითაც ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს გააოცებთ.

შპროტის და ყველის ბურთულები ნამდვილად გაგილამაზებენ ზამთრის სუსხიან დღეებს.

დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ მარტივი ინგრედიენტებისგანაც შეიძლება კულინარიული შედევრის შექმნა.

თუ კარტოფილს და კვერცხს წინასწარ მოხარშავთ, მაშინ 40 წუთში თქვენი კერძი მზად იქნება.

ინგრედიენტები

  • 400გ კარტოფილი
  • 4 კვერცხი
  • 150გ დამწნილებული კიტრი
  • 5 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 150გ შპროტი
  • 100გ ნაღების ყველი
  • 7 სუფრის კოვზი სეზამი

მომზადება

1.მოხარშეთ კარტოფილი თავისივე ქერქით. გააგრილეთ, მოაშორეთ ქერქი და წვრილად გახეხეთ. მიღებული მასა მოათავსეთ სასალათეში.

2.მოხარშეთ კვერცხი, გააგრილეთ გრილ წყალში, გააგრილეთ და მსხვილად გახეხეთ. გახეხთ ყველი და დაუმეტეთ კარტოფილს.

3.დაჭერით კიტრი და მოაყარეთ ჯამში არსებულ ინგრედიენტებს. შემდეგ დაუმატეთ მაიონეზი და კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს.

4.მიღებული მასისგან შექმენით საშუალო ზომის ბურთულები, ამავდროულად მშრალ ტაფაზე შეწვით სეზამის მარცვლები და მასში ამოავლეთ ბურთლები.

5.ბოლოს ბურთულის ცენტრში გააკეთეთ პატარა ჩაღრმავება და მასში კუდით მაღლა მოათავსეთ თევზი. ასევე შეგიძლიათ ბურთულაში ჩამალოთ უგემრიელესი თევზი.

კერძი აუცილებლად შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!