როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ეკალას მხალი იმერულად

2452

ეკალა ნიგვზით ძალიან მარტივი მოსამზადებელია და არ მოითხოვს თქვენგან მზარეულის გასაოცარ ნიჭს. უბრალოდ მიჰყევით ჩვენს მარტივ ინსტრუქციას.

ინგრედიენტები:

  • ნიგოზი 100-150 გ
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ქინძი – 30 გ
  • წიწაკა დანის წვერით
  • ძმარი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გასუფთავებული და გარეცხილი ეკალა მოვათავსოთ ქვაბში , დავასხათ წყალი ისე, რომ ეკალა ბოლომდე არ დაიფაროს და მოვხარშოთ.
  2. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, ეკალა რომ შერბილდება (არ უნდა ჩაიხარშოს), გადავიტანოთ საწურზე და გავავლოთ გამდინარე ცივ წყალში.
  3. გავწუროთ ხელით. დავჭრათ წვრილად 1-2 სმ სიგრძეზე.
  4. ერთად ჩავნაყოთ ხორცსაკეპში გატარებული ნიგოზი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ქინძი.
  5. გადმოვიტანოთ ჯამში, დავუმატოთ წიწაკა, მარილი და ძმარი გემოვნებით და ავურიოთ ეკალას.
  6. დავდოთ ლანგარზე და მივიტანოთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით!