როგორ მოვამზადოთ ტრადიციული ხბოს ხორცის ჩაშუშული

4361

გასტრონომიას რედაქცია ტრადიციული ქართული კერძის, ხბოს ჩაშუშულის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • 1,2 კგ ხბოს ხორცი
  • 500 გ ხახვი
  • 600 გ დაჭყლეტილი პამიდორი
  • 50 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კონა ოხრახუში
  • კარაქი – მოსაშუშად
  • მარილი და წიწაკა – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორცი დავჭრათ 3 სმ ზომის კუბებად, ხახვი – წვრილად. გახურებულ ტაფაზე დავყაროთ ხორცი, დავახუროთ სახურავი და ჩავშუშოთ.
  2. როცა წვენს გაუშვებს, დაახლოებით 10 წუთში, გადავწუროთ და წვენი შევინახოთ, ხორცს კი კარაქი დავუმატოთ და დავბრაწოთ.
  3. შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ. 8-10 წუთში დავასხათ შენახული წვენი და განვაგრძოთ მოშუშვა.
  4. როცა ხორცი თითქმის მზად იქნება, დავუმატოთ პამიდორი და ღვინო. მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მწნილი, მარილი, წიწაკა და ცეცხლიდან გადმოვდგათ.

გემრიელად მიირთვით!