როგორ მოვამზადოთ საოცრად ხრაშუნა ძეხვი

1137

ბავშვობიდან ჩვენს ოჯახში ვახშამზე ყველასათვის საყვარელი კერძი იყო ნაზი კარტოფილის პიურე და საექიმო ძეხვის ნაჭრები. ერთი შეხედვით მარტივი კერძია, მაგრამ ძალიან მადის აღმძვრელად ჟღერს. ამ კერძის მთავარი კომპონენტი სწორედაც, რომ ძეხვია.

დღეს კარგი ხარისხის მოხარშული ძეხვის ყიდვა ძალიან მარტივია. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ სალათები და ძალიან გემრიელი კერძები. ძეხვი საფანელთან ერთად საოცრად გემრიელია!

ინგრედიენტები

  • მოხარშული ძეხვი-350გ
  • ხორბლის ფქვილი-40გ
  • საფანელი-90გ
  • კვერცხი-2 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი-300მლ
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშული ძეხვი დაჭერით ნახევარ სანტიმეტრიან რგოლებად. ცალკე ჯამში მოათავსეთ საფანელი, ფქვილი და სათქვეფით ათქვიფეთ კვერცხი. ჯერ დაჭრილი ძეხვი ამოავლეთ ფქვილშ, კვერცხში და შემდეგ საფანელში.

2.შესაწვავად გამზადებული ძეხვი მოათავსეთ ფართე თეფშზე, რათა მათი აღება უფრო კომფორტული იყოს. ნაწილ-ნაწილ დაჭრილი ძეხვი მოათავსეთ ფართე ტაფაზე და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან 2 წუთის განმავლობაში.

შემწვარი ძეხვი დაალაგეთ ქაღალდზე, რათა მოსცილდეს ზედმეტი ცხიმი. ამ კერძს ძალიან უხდება კარტოფილი და მაკარონი. იმედი გვაქვს ეს იდეა მოგეწონათ!