როგორ მოვამზადოთ სამარხვო ფუნთუშები ვაშლით

1730

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შედიხარ თბილ სახლში და ახლადგამომცხვარი ფუნთუშების სუნს გრძნობ. სამარხვო საშლის ფუნთუშებს ყოველთვის იპოვით ჩემს სახლში. ეს უგემრიელესი დესერტი ძალიან უხდება ჩაის.

ასეთი სახის დესერტი ძალიან კარგი არჩევანი ცივ შემოგომის დღეებში, როდესაც ძალიან გვჭირდება ვიტამინები, ხოლო კენკრის სეზონი ან ჯერკიდევ წინ არის ან უკან. ამ დესერტისათვის გამოგადგებათ ტკბილი ან ნახევრად ტკბილი ვაშლი, ხოლო კენკრა შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინულიც. კენკრაში არ არის იმდენი ვიტამინი C, რამდენიც მოცხარსა და ციტრუსებშია, მაგრამ მოცვი ძალიან კარგია ჯანმრთელობისათვის. ხოლო ვაშლი ძალიან მდიდარია მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტებით, ბოჭკოებითა და ფლავანოიდებით.

ვაშლის ფუნთუშები

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ვაშლის ფუნთუშების რეცეპტს მოცვით. ძალიან უხდება ფინჯან ყავას და ჩაის.

ცომის ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები

  • 4 ცალი ვაშლი
  • 2 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • 200გ მოცვი

მომზადება

1.ცომის მოსამზადებლად აიღეთ საშუალო ზომის ჯამი, ჩაასზით თბილი წყალი, დაუმატეთ მშრალი საფუარი და შაქარი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.

2.გაცერით ფქვილი და დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი საფუარის მასას, მასვე დაუმატეთ მარილი. შეინახეთ თბილ ადგილას 60 წუთი.

3.ცომს დაუმატეთ მცენარეული ზეთი და დანარჩენი ფქვილი. მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეფუთეთ და შეინახეთ თბილ ადგილას 1,5 საათით.

4.შიგთავსის მოსამზადებლად გარეცხეთ და მსხვილად გახეხეთ ვაშლი.

5.ფქვილით დამუშავებულ მაგიდაზე გააბრტყელეთ ნახევარი ცომი. ცომზე მოათავსეთ გახეხილი ვაშლის ნახევარ, ნახევარი მოცვი, ყველაფერ ამას მოაყარეთ 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და 2 სუფრის კოვზი შაქარი.

6.შიგთავსიანი ცომი დაახვიეთ რულეტის მსგავსად, დაჭერით ნაჭრებად. ზუსტად იგივე გაიმეორეთ მეორე ნახევარი ცომისთვის.

გამოსაცხობ ფირფიტას წაუსვით კარაქი, მოათავსეთ მასზე ფუნთუშები და თბილ ადგილას შეინახეთ 30 წუთით.

7.ფუნთუშები გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში.

დაელოდეთ მათ გაგრილებას და დააგემოვნეთ ჩაისთან ერთად. გემრიელად მიირთვით!

“შეჭამეთ დღეში ერთ ცალი ვაშლი და თქვენს ექიმს უმუშევარს დატოვებთ” – ამბობს ძველი უელსული ანდაზა. ჩვენ კი გეუბნებით, რომ ამ საოცარი დესერტით თქვენ არა მარტო ჯანმრთელობა, არამედ განწყობაც გაგიუმჯობესდებათ, ისიამოვნეთ გემოთი და საოცარი არომატით.

მარხვის დროსაც შეგიძლიათ მიირთვათ ასეთი საოცარი დესერტები!