როგორ მოვამზადოთ რულეტი “ბაუნტი” – ბევრად უფრო გემრიელი დესერტი, ვიდრე ქოქოსის ბატონები

1696

“ბაუნტი” ბევრი ტკბილეულის მოყვარულისთვის საყვარელი დელიკატესია. რბილი რძიანი შოკოლადით დაფარული ქოქოსის ბატონები მაღაზიის თაროებიდან ელვის სისწრაფით იყიდება. თუმცა, დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რამდენად ხარისხიანია ეს ტკბილეული, რომლის შენახვის ვადა 6 თვეზე მეტია. მაგრამ თქვენ გაქვთ ალტერნატივა!

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რულეტი “ბაუნტის” რეცეპტს, ეს გახლავთ ნამდვილი აღმოჩენა ქოქოსიანი დესერტების მოყვარულთათვის. ეს ტკბილეული უპრობლემოდ დაიპყრობს თქვენს გულს.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ორცხობილა
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 150 გრ კარაქი
  • 40 გრ ქოქოსის ფანტელი
  • 4 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 100 გრ შაქრის პუდრა

მომზადების წესი

1. გამდნარ კარაქს შეურიეთ შაქრის პუდრი, მოურიეთ. შემდეგ ქოქოქსის ფანტელი დაუმატეთ და კვლავ მოურიეთ. დააბლენდერეთ ორცხობილა.

2. დაბლენდერებულ ორცხობილას დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი. შაქარი გაადნეთ მდუღარე წყალში და დაასხით მშრალ ნაზავს. კოვზით მოზილეთ ცომი, მაგიდაზე პოლიეთილენის ცელოფანი გადააკარით და ცომი მასზე გადაიტანეთ.

3. ცომი გაიყვანეთ ოთხკუთხედ ფენად. ზემოდან მოათავსეთ ქოქოსის შიგთავსი და ცომის თითქმის მთელ სივრცეზე თანაბრად გადაანაწილეთ, ერთ მხარეს 5 სმ თავისუფალი დატოვეთ. ფრთხილად გაახვიეთ რულეტი და შეინახეთ მაცივარში 40 წუთის განმავლობაში.

მზა დესერტს ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით. რულეტი იდეალურია დილის ყავასთან. იგი გარანტირებულად აგიმაღლებთ განწყობას და სისხლში შაქრის ნაკლებობას შეგივსებთ. გემრიელად მიირთვით!