როგორ მოვამზადოთ ორცხობილა შავი ქლიავით

1172
Prunes in chocolate on wooden background.

შავი ქლიავი მანდარინის შემდეგ საახალწლო სუფრის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. მრავალი კერძი მისი მონაწილეობით დღემდე აოცებს კულინარებს და გურმმანებს. ეს კერძები ნამდვილად იმსახურებენ თქვენს მენიუში საპატიო ადგილს.

“შავი ქლიავი შოკოლადში”

ბევრმა იცის შავი ქლიავისა და შოკოლადის დუეტის შესახებ. სწორედაც, რომ ეს დუეტი გახდება ამ კერძის მთავარი კომპონენტი.

შავ ქლიავს ძალიან უხდება შოკოლადი და არაქისი. სახლში მომზადებული შავი ქლიავი შოკოლადში უფრო გემრიელია ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი იგივე პროდუქტი.

იმისთვის რომ ეს დესერტი იყოს მაქსიმალურად ნატურალური, გირჩევთ მის თქვენივე ხელით მომზადებას. ამ საკითხთან დაკავშირებით რჩევებს იხილავთ ჩვენს სტატიაში.

ეს ინგრედიენტები დაგჭირდებათ ამ საოცარი დესერტის მოსამზადებლად.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200გრ ფქვილი
  • 100გრ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 20გრ კაკაო
  • 50გრ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 200გრ შავი ქლიავი
  • 50გრ ნიგოზი
  • 20გრ ნუში
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 20გრ ქიშმიში

მომზადება

ცომის მოსამზადებლად თქვენ დაგეხმარებათ ბლენდერი. ჯამში მოათავსეთ კაკაო, ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი. კარგად შეურიეთ ერთმანეთში ეს ინგრედიენტები

2. ჯამში არსებულ მასას დაუმატეტ კვერცი და კარაქი. მოზილეთ ცომი და შეინახეთ 30 წუთით მაცივარში, აუცილებლად შეფუთეთ პაკეტში.

3. ნიგოზი გამოაშრეთ მშრალ ტაფაზე და ქიშმიშთან ერთად დაჭერით. მიღებულ მაას დაუმატეთ სუფრის კოვზი შაქარი.

4.დროა შავი ქლიავი ამოვავსოთ ნიგვზით. ამისათვის შავი ქლიავი ჩაჭერით გვერდიდან. მასში მოათავსეთ 1 ჩაის კოვზი შიგთავსი.

დარჩენილი შავი ქლიავი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სადღესასწაულო კერძებში.

5.ცომი დაყავით ტოლ ნაწილებად. მისი ზომა ქლიავის ზომის შესაბამისად არეგულირეთ.

6.შავ ქლიავს გარშემო შემოაკარით ცომი და კუთხეები კარგად დააფიქსირეთ. დაალაგეთ პერგამენტით ამოფენილ ფირფიტაზე გადბმული ნაწილით ქვემოთ.

7.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

მზა ორცხობილას მოაყარეთ შაქრის ფხვნილი ან კაკაო. გემრიელად მიირთვით!