როგორ მოვამზადოთ ორცხობილა სავოიარდი სახლის პირობებში

2903

ვისაც უყვარს ცნობილი იტალიური დესერტი “ტირამისუ” აუცილებლად იცის, რომ მისი ერთ-ერთი უმტავრესი ინგრედიენტი სწორედაც, რომ სავოიარდის ორცხობილაა. ეს ორცხობილა სამწუხაროდ არ ღირს იაფი და ამავდროულად რთული მოსაპოვებელიცაა, რადგან არ იყიდება ყველა სახის მაღაზიებში. ამიტომაც ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ სავოიარდის სახლის პირობებში მომზადების რეცეპტს.

ის XV საუკუნის ბოლოს იქნა გამოგონილი სავოის ჰერცოგების მიერ, მეფის ვიზიტის საპატივცემულოდ სწორედაც, რომ მაშინ მიიღო მან დასახელება სავოიარდი. მისიპოპულარულობა იტალიური დესერტის ‘ტირამისუს” დამსახურებაა. მაგრამ ეს ორცხობილა დამოუკიდებლადაც ძალიან გემრიელია.

სავოიარდის ორცხობილა სახლი პირობებში

ამ ორცხობილას მეორენაერად “ქალის თითებსაც” უწოდებენ, რადგან ორცხობილას აქვს გრძელი წვრილი ფორმა. ეს დესერტი ძალიან უყვართ პატარა ბავშვებსაც, რომლებიც მაგარ საჭმელს მიუჩვევლები არიან, რადგან სავოიარდის ორცხობილა რძეში ძალიან მარტივად რბილდება. ამიტომაც ხშირად პედიატრები პატარა ბავშვების დედებს ურჩევენ რძეში დამბალ სავოიარდის ორცხობილას.

მისი მომზადება ძალიან მარტივია. მისი ფუძე აქაფებამდე ათქვეფილი ცილაა, რომელიც მას სირბილეს ანიჭებს, ხოლო ზემოდან ორცხობილას აყრიან შაქარს ან შაქრის ფხვნილს.

ინგრედიენტები

  • 2 ცალი კვერცხი
  • 60გ შაქარი
  • 40გ ფქვილი
  • 15გ სახამებელი
  • მწიკვი მარილი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მწიკვი მარილი, როგორც ჩვეულებრივი ბისკვიტი. თუ თქვენ გაქვთ დაბალი სიმძლავრის მიქსერი უმჯობესია კვერცხიდან გამოყოთ ცილა და გული. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული ნახევარ შაქართან ერთად, ხოლო ცილა კი მეორე ნაწილთან ერთად, შემდეგ ეს ყველაფერი შეაერთეთ და დაუმატეთ მარილი, რის შემდეგაც ხელის სათქვეფით 60 წამის განმავლობაში თქვიფეთ.

2.ფქვილი და სახამებელი ერთად გაცერით და დაუმატეთ ათქვეფილ კვერცხს. დიდი სიფრთხილით ურიეთ ცომს ნიჩბით, ქვემოდან ზემოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი უნდა გამოგივიდეთ ჰაეროვანი და ფაფუკი.

3.ცომი ჩაასხით საკონდიტრო ნემსში და პერგამენტის ქარალდზე ჩამოასხით 10-12სმ სიგრძის ორცხობილები. ფორმირებულ ორცხობილებს მოაყარეთ შაქარი. უკეთესი გემოსათვის ორჯერ მოაყარეთ შაქარი ორცხობილებს.

4.ორცხობილა გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განამვლობაში. ორცხობილამ უნდა შეიცვალოს ფერი და ამოავდროულად უნდა გამოშრეს. შეგიძლიათ ოთახის ტემპერატურაზე დატოვოთ ერთი ღამით უკეთ გამოსაშრობად.

5.სავოიარდის ორცხობილა მზად არის. მისი შენახვა შეიძლება გერმეტიკულად დახურულ ჭურჭელში 1 კვირიამდე ვადით. გემრიელად მიირთვით!

სახლში მომზადებული სავოიარდის ორცხობილა გამოდის ნაზი და გემრიელი, ამიტომაც ტირამისუს გარეშეც შეგიძლიათ მიირთვათ, მაგალითად ის ძალიან უხდება ფინჯან ყავას და ჩაის, რადგან მისი სტრუქტურის დამსახურებით ის მარტივად იწოვს ნებისმიერი სახის სითხეს.