როგორ მოვამზადოთ მობრაწულა კარტოფილით და მაკარონით

3264
როგორ მოვამზადოთ მობრაწულა კარტოფილით და მაკარონით
როგორ მოვამზადოთ მობრაწულა კარტოფილით და მაკარონით

გსურთ ყველას ასიამოვნოთ და გემრიელი და ნოყიერი ვახშამი მხოლოდ 60 წუთში მოამზადოთ? გჯერათ? კარტოფილი და მაკარონი ძალიან ნოყიერი და ხელმისაწვდომი პროდუქტები არიან, მაგრამ ძალიან სწრაფად გვბეზრდება დიასახლისებმა რა ხრიკებიც არ უნდა ჩაატარონ. მაგრამ რა მოხდება, თუ ორ პროდუქტს ერთ თეფშზე გავაერთიანებთ, ზემოდან განსაკუთრებულ სოუსს მოვასხამთ და გამოვაცხობთ ისე, როგორც ამას შვეიცარიაში აკეთებენ?

მობრაწულა ალპელი მწყემსის რეცეპტით ძალიან ნოყიერი გამოდის, ასევე რეცეპტი სიმარტივით და ხელმისაწვდომობით შთაბეჭდილებას ახდენს. იმაზე საუბარი, თუ რამდენად გემრიელია, არ ღირს, უბრალოდ მოამზადეთ!

რედაქციას ნახშირწყლოვანი კარტოფილის მობრაწულა ყველით და მაკარონით ველური კომბინაციის მიუხედავად ძალიან მოეწონა. შვეიცარიის ალპებში მობრაწულას  Älplermagronen წამებში შთანთქავენ დაღლილი მეთხილამურეები და მშიერი მამაკაცები – კერძი როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ძალიან ნოყიერია. საუკეთესო სადილი ცივ ამინდებში და უჩვეულო გემრიელი ენერგიის წყარო!

მობრაწულას რეცეპტი კარტოფილით

ინგრედიენტები:

  • 400-500 გრ კარტოფილი
  • 250 გრ მაკარონი
  • 100 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 150 მლ რძე
  • 1-2 თავი ხახვი
  • 200 გრ მყარი ყველი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • მუსკატის კაკალი გემოვნებით
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1.კარტოფილს კანი გააცალეთ, საშუალო ზომის კუბებად დაჭერით და 15-20 წუთით ხარშეთ.

2.ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. სოუსის მოსამზადებელ ქვაბში რძე და ნაღები ჩაასხით, გახეხილი ყველის ნახევარი დაუმატეთ და მის გადნობას დაელოდეთ. სოუსს მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, შემდეგ მუსკატის კაკალი (დაახლოებით 1/3 ჩ/კ) დაუმატეთ. კარგად აურიეთ და გაზიდან გადმოდგით.

3.კარტოფილს მაკარონი დაუმატეთ და ყველაფერი ერთად დუღილის შემდეგ კიდევ 5-7 წუთით ხარშეთ. მზა კარტოფილი და მაკარონი საწურზე გადაიტანეთ.

4.საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით, კარტოფილი და მაკარონი ფორმაში მოათავსეთ, ნაღების სოუსი მოასხით, დარჩენილი გახეხილი ყველი მოაყარეთ და 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 5-10 წუთით გამოაცხვეთ.

5.სანამ მობრაწულა ღუმელში იბრაწება, ხახვი რგოლებად დაჭერით და ოქროსფერი ფერის მიღებამდე მცენარეულ ზეთში შეწვით.

6.ხახვი მზა მობრაწულას მოაყარეთ და სუფრაზე სწრაფად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.