როგორ მოვამზადოთ მარტივად შოკოლადის ხვეულები და ბურბუშელა მოსართავად

1580

შოკოლადის ბურბუშელათი თუ სხვადასხვა დეკორაციით უამრავ ნაცხვარს აფორმებენ. მისი მომზადება შინ, საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ.

მიჰყევით აქ მითითებულ მარტივ ინსტრუქციას, თუმცა მეტად რთული ხვეულების გაკეთებაც შეგიძლიათ. თქვენს სურვისა და გემოვნებაზეა დამოკიდებული, როგორ შოკოლადს შეარჩევთ – შავს, რძიანსა თუ თეთრს.

შოკოლადის მარტივი ბურბუშელას მომზადება:

  1. უმაღლესი ხარისხის შოკოლადის ფილა დაახლოებით 5 წუთით მოათავსეთ მიკროტალღულ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ.
  2. დაგჭირდებათ ბოსტნეულის სათლელი დანა.  ამ დანით შოკოლადის ფილას ჩამოათალეთ პატარ-პატარა ბურბუშელები.
  3. ბურბუშელებს ცელოფანი ან ფოლგა გადააფარეთ და გააცივეთ.

შოკოლადის ხვეულების მომზადება: 

  1. შოკოლადი მინის ჯამში მოათავსეთ, დადგით ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ.
  2. შოკოლადი მარმარილოს ფილაზე გადმოღვარეთ ან, თუ ის არ გაქვთ, შეგიძლიათ საცხობი ქაღალდი გამოიყენეთ.
  3. შოკოლადი ძალიან თხელ ფენად გაასწორეთ საკონდიტრო ნიჩბით.
  4. 1-2 წუთით საყინულეში მოათავსეთ. თუ დასაჭრელად მზადაა, ამას თითის დადებით გაიგებთ: ნათითური ოდნავ უნდა გამოჩნდეს.
  5. შოკოლადის ასაფხეკად ფართო, თხელი და მჭრელ პირიანი დანა გამოიყენეთ – შოკოლადი სქელ კულულებად დაიხვევა. თუ შოკოლადი ძალიანაა გაყინული, ხვეულები დაიმტვრევა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოიცადოთ და მერე სცადოთ. თუ მუშაობისას შოკოლადი ზედმეტად დალბება, რამდენიმე წუთით ისევ გაყინეთ.
  6. შოკოლადის ხვეულები თეფშზე გადაიტანეთ, გადაიფარეთ ფოლგა და მაცივარში მოათავსეთ. გამოიყენეთ საჭიროებისა და სურვილისამებრ.