როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს მწნილი გოგრით

1256

ჩემი ოჯახის წევრებს მწნილები ძალიან უყვართ. მოსავლის აღების დრო როგორც კი დადგება, პირველ რიგში ნაადრევი კომბოსტოს მწნილს ვამზადებ და ზამთრისთვის ახალ ბოსტნეულს ვამარილებ.

დამწნილებული კომბოსტო ჩემი ერთ-ერთი სისუსტეა, ამ პროდუქტის გარეშე ჩემთვის ჩემი მენიუ წარმოუდგენელია. დამწნილებული კომბოსტოსგან ხშირად ვამზადებ სხვადასხვა წასახემსებსა და ძირითად კერძებს.

ფერმენტული საკვების მიღება სასარგებლოა. ფერმენტაციის პროცესში პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი ხდება ორგანიზმისთვის, ასეთი საკვების გამოყენების წყალობით შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ საჭმლის მონელება.

ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის მოამზადა დამწნილებული კომბოსტოს უჩვეულო და ძალიან სწრაფი რეცეპტი. დღეს მოგიყვებით, როგორ დაამწნილოთ კომბოსტო ახალი გოგრის დამატებით.

როგორ დავამწნილოთ კომბოსტო

ინგრედიენტები

  • 250 გრ კომბოსტო
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 3 კბილი ნიორი
  • 50 გრ გოგრა
  • 100 გრ ბულგარული პილპილი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • პილპილის მარცვლები

მომზადების წესი

1. პირველ რიგში, თხლად დაჭერით კომბოსტო და ღრმა თასში ჩაყარეთ.

2. დაუმატეთ შაქარი, მარილი, ხელით გაწურეთ, რომ წვენი გამოყოს.

3. დაჭყლიტეთ ნიორი და პილპილის მარცვლებთან და დაფნის ფოთლებთან ერთად დაუმატეთ კომბოსტოს.

4. გარეცხეთ და ზოლებად დაჭერით ბულგარული პილპილი, შემდეგ კომბოსტოს დაუმატეთ.

5. მსხვილად გახეხეთ გოგრა და დანარჩენ ინგრეიდენტს შეურიეთ.

6. კარგად მოურიეთ ბოსტნეულს და თასიდან ქილაში გადაიტანეთ.

7. ქილას მარლა გადააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე 3 დღის განმავლობაში გააჩერეთ. დღეში ერთხელ კომბოსტო რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ, რომ გაზები გამოუშვას.

გოგრა კომბოსტოს ორიგინალურ მოტკბო გემოს აძლევს. თუ ერთხელ მაინც ცდით კომბოსტოს მწნილის ამ მეთოდით მომზადებას, ეს რეცეპტი აუცილებლად შეგიყვარდებათ.

კომბოსტოს მწნილი შეგიძლიათ შეინახოთ როგორც მაცივარში, ისე სარდაფში, დაბალ ტემპერატურაზე.