როგორ მოვამზადოთ კატლეტი თევზით

2210
Homemade Salmon Meatballs Served with Orange Salad. Fast Food.

როდესაც ამზადებთ თევზის კატლეტს, ალბათ თქვენ უმატებთ ფქვილს, ბრინჯს,ხაჭოს და ნებისმიერ სხვა ინგრედიენტს, რადგან თევზისგან დამზადებული მასა ძალიან თხელია, ამიტომაც ამ დანამატების გარეშე ის ტაფაზევე დაიშლება. საბოლოოდ მთავარი ინგრედიენტის გემო იკარგება რაც ძალიან არასასიამოვნოა.

ამიტომაც დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ, როგორ მოამზადოთ კატლეტი თევზის კონსერვებისგან და ამასობაში გამოიყენოთ მაქსიმალურად ცოტა დანამატი ინგრედიენტები. ამ საოცარი კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება ტუნა თავის წვენთან ერთად, პანგასიუსის ფილე, რომელიც ნეიტრალურ გემოსა და არომატს ფლობს, მაგრამ ეს თევზი ძალიან ცხიმიანი, რაც კატლეტს ხდის საოცრად წვნიანს.

კატლეტები თევზის კონსერვისაგან

ინგრედიენტები

  • 1,2კგ ტუნა წვენთან ერთად
  • 1,3კგ პანგასიუსის ფილე
  • 1 კვერცხი
  • 0,3კგ პური
  • 0,1მლ რძე
  • 2 დიდი თავი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი, წიწაკა და თევზის სანელებლები

მომზადება

1.ტუნას მოაშორეთ ზედმეტი სითხე და დააქუცმაცეთ. მასვე დაუმატეთ დაფქული პანგასუსის ფილე.

2.თევზს დაუმატეთ დაქუცმაცებული ხახვი და ნიორი. ჩატეხეთ კვერცხი და დაუმატეთ რძეში ამოვლებული პური (გაწურეთ).

3.დააყარეთ წიწაკა და მარილი. შეგიძლიათ დაამატოთ თევზის სანელებლები.

4.კარგად მოურიეთ მთლიან მასას-უნდა გამოგივიდეთ საკმაოდ ბლანტი და სქელი.

5.მიღებული მასიდან დაამზადეთ კატლეტები, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ცხელ ზეთზე.

6.თევზის კატლეტები მზად არის. დაელოდეთ მათ გაციებას და დააგემოვნეთ. გემრიელად მიირთვით!

ამ რეცეპტში მითითებული რაოდენობებით გამოდის ძალიან ბევრი კატლეტი დაახლოებით 28 ცალი, ამიტომაც გვჭირდება დიდი რაოდენობით თევზი. მერწმუნეთ თქვენს ოჯახის წევრებს ისე მოეწონებათ, რომ გაორმაგებული რაოდენობის კეთება მოგიწევთ. თქვენ შეგიძლიათ თქვენს ხელთ არსებული თევზის რაოდენობის მიხედვით გადაანაწილოთ ინგრედიენტები და მამზადოთ სასურველი რაოდენობის კატლეტი. გემრიელად მიირთვით!