როგორ მოვამზადოთ თაფლაკვერი ორთქლზე

1472

თაფლაკვერი – მადისაღმძვრელი დესერტი, რომელიც ძალიან გავს ნამცხვარს, რომელიც მზადდება სურნელოვანი ცომისგან. მას უმატებენ ბევრ შაქარს, თაფლს და სურნელებს.

ეს ნემცხვარი ყველას ძალიან უყვარს, დაწყებული ბავშვებით და დამთავრებული მოხუცებით. როგორც დიასახლისების უმეტესობის აზრთ მისი მომზადება ღუმელში აუცელებელია, მაგრამ ეს აეს არ არის. ამ გემრიელობის მომზადება ოღთქლზეც მარტივად შეიძლება. ამ მეთოდით მომზადებული თაფლაკვერი გამოდის საოცრად გემრიელი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 1,5 ჭიქა
  • ნიგოზი 0,5 ჭიქა
  • შაქარი 0,5 ჭიქა
  • კარაქი 50გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • თაფლი 1 სუფრის კოვზი
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • დარიჩინი 0,5 ჩაის კოვზი
  • დაფქული ჯანჯაფილი 0,5 ჩაის კოვზი
  • მიხაკი 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.დაფქვით ნიგოზი. შეგიძლიათ დანით, მაგრამ უმჯობესია გამოიყენოთ ბლენდერი.

2.მოვამზადოთ ცომი. ჯამში მოათავსეთ კვერცხი და კარაქი.

3.დაუმატეთ თაფლი, მოაყარეთ შაქარი და სანელებლები:დაფქული ჯანჯაფილი, დარიჩინი და მიხაკი.

4.ჯამი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე.

5.მიღებულ მასას მუდმივად ურიეთ. როდესაც ის გახდება ერთგვაროვანი დაუმატეთ სოდა. ურიეთ მის სესქელებამდე.

6.ჯამი გადაიტანეთ წყლის აბაზანიდან, დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ.

7.ბოლოს დაუმატეთ ამ დესერტის სიამაყე ნიგოზი. კარგად მოურიეთ და მოზილეთ ცომი.

8.ხელი დაისველეთ ცივი წყლით, გააბრტყელეთ ცომი და მიეცით პატარა ბურთულების ფორმა.

9.მოათავსეთ ბურთულები თასში და მოხარშეთ 40 წუთი.

ასეთი თაფლაკვერის მომზადება შეგიძლიათ მულტისახარშ ქვაბშიც. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მათ არ ვაცხობთ ისინი გარედან მაინც იბრაწებიან. მეტი სიტკბოსთვის შეგიძლიათ მოასხათ მდნარი შოკოლადი.