როგორ მოვამზადოთ ზეფირი სახლის პირობებში

2432

ზეფირი არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ ძალიან გემრიელი ტკბილეულია. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მას საერთოდ არ აქვს კალორია, მაგრამ ეს ასე არ არის. მართალია იგი გაცილებით ნაკლებ კალორიას შეიცავს, ვიდრე შოკოლადი, მაგრამ მისი კალორიულობის დონე მაინც საკმაოდ მაღალია.

მაშინ რატომ გვირჩევენ დიეტოლოგები, რომ მივირთვათ იგი? საქმე იმაშია, რომ ზეფირი ძალიან მსუბუქი და წარმოუდგენლად ტკბილია. მისი დიდი რაოდენობით ჭამა შეუძლებელია, რადგან  ზეფირი ძალიან მალე აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებას ტკბილეულისადმი.

როგორ მოვამზადოთ ზეფირი სახლის პირობებში

ზეფირის მომზადება უმჯობესია სახლის პირობებში, რადგან ზუსტად გეცოდინებათ, რისგან მზადდება იგი და ბავშვებს უსაფრთხოდ აჭმევთ მას.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ვაშლის პიურე
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ. აგარის ფხვნილი
  • 100 გრ წყალი
  • 200 გრ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი

1. თავდაპირველად, უნდა მოამზადოთ ვაშლის პიურე. ვაშლისგან მოიღეთ მისი კურკები და შიგთავსი, გათალეთ და დააბლენდერეთ.

2. აგარის ფხვნილი გახსენით წყალში და გაათბეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ფხვნილი წყალში ბოლომდე არ გაიხსნება. ამ პროდუქტის ნაცვლად შეგიძლიათ ჩვეულებრივი ჟელატინი გამოიყენოთ.

3. დაუმატეთ მას შაქარი და გააგრძელეთ დუღილი დაბალ ცეცხლზე. რამდენიმე წუთის შემდეგ დუმატეთ ვაშლის პიურე და კარგად მოადუღეთ, შემდეგ კი გააცივეთ.

4. კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა, შემდეგ თანდათან დაუმატეთ ვაშლის პიურე და გააგრძელეთ ათქვეფა. ბოლოს კი დაუმატეთ ლიმონის წვენი.

5. შეავსეთ საკონდიტრო შპრიცი ნაზავით, გაუკეთეთ გვერდებზე ჩაჭრილი ფორმა და პერგამენტზე ფრთხილად გამოძერწეთ ზეფირი, გააჩერეთ საყინულეში ერთი დღით, შემდეგ კი ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.

აი, ასე მზადდება ძალიან გემრიელი ზეფირი ვაშლისგან.

ზეფირით შეგიძლიათ ნამცხვრებისა და ტორტების გაფორმება. აი, პატარა ინსტრუქცია, თუ როგორ გააკეთოთ ეს.