როგორ მოვამზადოთ ზამთრისთვის კიტრის მწნილი მდოგვით

1928

ზაფხულში დიასახლისებს დასვენების დრო არ აქვთ, მათ უნდა მოადუღონ მურაბები, დააკონსერვონ კიტრი და პომიდორი, მოხუფონ კომპოტი და ასე შემდეგ.

დღეს ჩვენ გთავაზობთ ძალიან გემრიელი კიტრის მწნილის რეცეპტს მდოგვით.

კიტრის მწნილი მდოგვით

ამ რეცეპტით მომზადებული კიტრის მწნილი ძალიან  გემრიელი და ხრაშუნაა. ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ შესანიშნავი კიტრის მწნილი ზამთრისთვის მდოგვით.

ინგრედიენტები

  • 4 კგ კიტრი
  • 200 გრ შაქარი
  • 200 მლ მცენარეული ზეთი
  • 200 მლ ძმარი
  • 2 ს.კ. მარილი
  • 2 ს.კ. მშრალი მდოგვი
  • 1 ჩ.კ. შავი პილპილის მარცვლები
  • 2 თავი ნიორი
  • 1 კონა კამა

მომზადების წესი 

1. კარგად გარეცხეთ კიტრი და გააჩერეთ ცივ წყალში 2 საათით.

2. დიდი ზომის კიტრი დაჭერით 8 ნაწილად, პატარები-4.

3. შეურიეთ ერთმანეთს შაქარი, მდოგვი, მარილი, ძმარი, პილპილი და მცენარეული ზეთი.

4. გაარჩიეთ ნიორი, გაატარეთ და დაუმატეთ ნაზავს.

5. წვრილად დაჭერით კამა და შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტს.

6. დაჭრილ კიტრს მოასხით ნაზავი, მოურიეთ და გააჩერეთ 3 საათის განმავლობაში. ყოველ ნახევარ საათში მოურიეთ კიტრს.

7. 3 საათის შემდეგ კიტრი დიდი რაოდენობით წვენს გამოიღებს. იგი მარილის ხსნარის ნაცვლად გამოიყენება. ნახევარ ლიტრიანი ან ლიტრიანი სტერილური ქილები გაავსეთ კიტრით და მოასხით ზემოდან მისი წვენი. კიტრის ბოლომდე წყლით დაფარვა საჭირო არ არის.

8. ჩაალაგეთ ქილები წყლიან ქვაბში და მოადუღეთ, შემდეგ კი მოხუფეთ.

9. ქილები გაახვიეთ ხელსახოცში და გააცივეთ. შემდეგ კი ცივ და ბნელ ადგილას შეინახეთ.

გემრიელი და ხრაშუნა კიტრის მწნილი მზადაა!