როგორ მოვამზადოთ ვაშლის ნამცხვარი ხრაშუნა ცომით

1582

თუ საუბარია დესერტზე ვაშლით, მაშინვე გვახსენდება არომატული შარლოტკა, თავზე მოყრილი დარიჩინით. ოხ ეს საოცრად ტკბილი არომატი! შარლოტას მომზადება უმარტივესია: გათალეთ ვაშლი და მოზილეთ ცომი. დიასახლისებს უყვართ ექსპერიმენტები სამზარეულოში და მათ შედეგად ახლი კერძებით გაოცება, ეს ვაშლის ნამცხვარი ხრაშუნა ცომით – გამონაკლისი არ არის.

ნამცხვარი ხრაშუნა ცომით

რაც უფრო მეტია ვაშლი, მით უფრო გემრიელია ნამცხვარი. დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უგემრიელესეი ნამცხვრის რეცეპტს, რომელშიც ცომი საერთოდ არ იგრძნობა. იმის მიუხედავად, რომ შარლოტას რეცეპტები ძალიან ბევრია და მრავალფეროვანია ეს რეცეპტი მაინც შეძლებს თქვენს გაოცებას.

ინგრედიენტები

  • 60გ ფქვილი
  • 150გ შაქარი
  • 90მლ რძე
  • 1 სუფრის კოვზი კონიაკი
  • 15გ გამაფხვიერებელი
  • 3 ვაშლი
  • 3 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი ნუში
  • 50გ კარაქი

მომზადება

1.აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, 70გ შაქარი და გამაფხვიერებელი.

2.ათქვიფეთ 2 კვერცხი და დაუმატეთ ფქვილი და რძე.

3.ცომს დაუმატეთ მცენარეული ზეთი და კონიაკი სურვილისამებრ. ათქვიფეთ მასა სათქვებით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4.გათალეთ ვაშლი. დაჭერით აუცილებლად წვრილ ფირფიტებად, იმისათვის რომ ნამცხვარი გამოვიდეს ფაფუკი.

5.საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ხოლო ძირს მოაყარეთ ფქვილი.

6.ცომი ჩაასხით ფორმაში დიამეტრით 20-24სმ. შემდეგ დაალაგეთ ვაშლი, მათ უნდა შეიწოვონ ცომის მასა.

7.ნამცხვარი გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

8.ცალკე მოამზადეთ ხრაშუნა ცომი: ერთგვაროვან მასამდე ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და კარაქი.

9.ცხელ ნამცხვარ მოასხით მიღებული კვერცხის მასა, ზემოდან მოაყარეთ ნუში და შაქარი. ნუში შეგიძლიათ შეცვალოთ ქოქოსით.

10.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაშ. არომატული და ფაფუკი ნამცხვარი მაზად არის. ნამცხვარი გაგრილების შემდეგ უფრო გემრიელია.

ხრაშუნა ნამცხვრის რეცეპტი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი შარლოტას რეცეპტისაგან, მაგრამ ხრაშუნა ცომისა და ნუშის წყალობით ეს ნამცხვარი გამოდის საოცრად გემრიელი.