როგორ მოვამზადოთ ბოსტნეულის სპაგეტი ზუჩინისგან

998

მართალია, ყაბაყის ზუჩინისგან დამზადებული სპაგეტი ვერ ჩაანაცვლებს მაკარონის ტრადიციულ იტალიურ კერძს, რომელიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი, მაგრამ ეს საკმაოდ საინტერესო კომბინაცია თქვენს ჩვეულ მენიუს განაახლებს და ზედმეტი კილოგრამების მოშორებაშიც კი დაგეხმარებათ. რადგან კერძისთვის გჭირდებათ არა ჩვეულებრივი მაკარონი ფქვილისგან, არამედ ექსკლუზიურად მომზადებული ყაბაყის ზუჩინისგან.

რეცეპტი უბრალოდ იდეალურია, რადგან მას დაბალი კალორიული შემცველობა აქვს, ძალიან სწრაფად მზადდება, ბალანსირებული გემო აქვს. მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან დამზადებული ეს გემრიელობა სუფრაში გატანისთანავე იჭმება! აუცილებლად სცადეთ ასეთი სპაგეტის მომზადება ფარშთან ერთად ან ვეგეტარიანული ვერსიით.

ინგრედიენტები

  • 1 ც ზუჩინი
  • 80 გრ პარმეზანი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ც კვერცხი
  • 80 მლ არაჟანი
  • მწიკვით დაფქული შავი პილპილი
  • 400 გრ ინდაურის ხორცი
  • 2 კბილი ნიორი
  • მწიკვით მარილი
  • 3 ს.კ. სოუსი პესტო

მომზადების წესი

1. გარეცხილი ზუჩინი გახეხეთ კორეული სტაფილოს სახეხზე, რომ მიიღოთ გრძელი მაკარონები. ან ბოსტნეულის საწმენდით თხელ ზოლებად დაჭერით. ღრმა თასში ფრთხილად მოურიეთ ბოსტნეული გახეხილ ყველთან ერთად.

2. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს ინდაურის ფარში, ოხრახუში, ნიორი, მარილი, კვერცხი და პილპილი.

3. ზუჩინის მაკარონები კექსის პატარა ფორმებში ჩააწყვეთ, შუაში ფარშის გუფთები ჩაალაგეთ, ზემოდან კი სოუსი პესტო დაასხით. გამოაცხვეთ კერძი 180 გრადუსზე, 35 წუთის განმავლობაში.

ბოსტნეულის სპაგეტი შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც გარნირი ხორცთან ან თევზთან, ასევე მიირთვათ, როგორც ცალკეული კერძი. გაამდიდრეთ მისი გემო სხვადასხვა სოუსებითა და საკმაზებით.