როგორ მოვამზადოთ ბოსტნეულის სალათი ზამთრისთვის

2637

თუ არ იცით, როგორ მოამზადოთ გემრიელი და მარტივი ბოსტნეულის სალათი ზამთრისთვის, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ყუბანური სალათის რეცეპტს.

ბოსტნეულის სალათი ზამთრისთვის

ინგრედიენტები

  • 0,5 კგ თეთრი კომბოსტო
  • 0,5 კგ კიტრი
  • 0,5 კგ პომიდორი
  • 0,5 კგ ტკბილი პილპილი
  • 250 გრ ხახვი
  • 250 გრ სტაფილო
  • 125 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 75 მლ 9%-იანი სუფრის ძმარი
  • 60 გრ შაქარი
  • 1,25 ს.კ. შაქარი
  • 10 ც შავი პილპილის მარცვლები
  • 5 ც დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი

1. დაჭერით კომბოსტო, მოაყარეთ ნახევარი ს.კ. მარილი და მოურიეთ.

2. გაწმინდეთ პილპილი თესლისგან და თეთრი ვენებისგან. დაჭერით რბილობი საშუალო ზომის ნაჭრებად.

3. 5 მლ სისქის წრეებად დაჭერით კიტრი და დაუმატეთ დანარჩენ ბოსტნეულს.

4. დიდი ზომის კუბებად დაჭერით პომიდორი და ჩაყარეთ ბოსტნეულით სავსე ქვაბში.

5. დაჭერით ხახვი საშუალო სისქის ნახევარრგოლებად.

6. გათალეთ სტაფილო და დაჭერით თხელ ნაჭრებად.

7. ყველა ბოსტნეული დიდ ქვაბში მოათავსეთ, დაუმატეთ დარჩენილი მარილი, მზესუმზირის ზეთი, შავი პილპილის მარცვლები და დაფნის ფოთლები. დაასხით 25 მ.ლ. ძმარი და მოურიეთ. დაახურეთ ქვაბს თავსახური და გააჩერეთ 1 საათით. ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე მოურიეთ ბოსტნეულს, რომ თანაბრად დამარილდეს.

8. შემდეგ დაადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და მოადუღეთ. შეამცირეთ ცეცხლის სიმძლავრე და მოთუშეთ სალათი თავდახურულ ქვაბში 8 წუთით, მოურიეთ ყოველ 2 წუთში ერთხელ. ხარშვის ბოლოს ქვაბში ჩაასხით დარჩენილი ძმარი, მოურიეთ ბოსტნეულს კიდევ ერთხელ და გამორთეთ ცეცხლი. დაასტერილეთ მინის ქილები და მათში მოათავსეთ მიღებული სალათი.