როგორ მოვამზადოთ ბლინები ღუმელში

1210

მათთვის, ვისაც არ უყვარს ბლინების მომზადებისას ქურასთან დიდი ხნით დგომა, ჩვენმა რედაქციამ მოამზადა ძალიან მარტივი ბლინების რეცეპტი, რომელიც ღუმელში მზადდება.

ზარმაცების ფინური ბლინები პანუკაკუ ძალიან გემრიელი, ფაფუკი, ჰაეროვანი გამოდის და რაც მთავარია, უმარტივესად მზადდება.

ყველაზე მარტივი ბლინების რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 250 გრ ფქვილი
  • 250 მლ რძე
  • 2 ც კვერცხი
  • 25 გრ კარაქი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • მარილი გემოვნებით
  • საცხობი ფორმა (20×30 სმ)

მომზადების წესი

1. თასში ათქვიფეთ კვერცხი ცოტაოდენ რძესთან ერთად (რძე არ უნდა იყოს ცივი).

2. დაუმატეთ მწიკვით მარილი და შაქარი. თუ ტკბილი ბლინები გიყვართ, შეგიძლიათ უფრო მეტი შაქარი დაუმატოთ.

3. თანდათან დაუმატეთ ფქვილი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი ცომი. შემდეგ გააზავეთ იგი დარჩენილ რძესთან ერთად, ნაღების კონსისტენციამდე.

4. ცომით სავსე თასს გადააფარეთ საკვები ცელოფანი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთით.

5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და რამდენიმე წუთით მოათავსეთ ცხელ ღუმელში.

6. გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ცომს და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.

7. ჩაასხით ცომი ცხელ საცხობ ფორმაში.

8. მოათავსეთ ცომი 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.

9. სულ ესაა, გემრიელი ბლინები მზადაა.

ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ თქვენთვის საყვარელ ხილთან, კენკრასთან, მურაბასთან, ჯემებთან ან შოკოლადის კარაქთან ერთად.