როგორ მოვამზადოთ ბისკვიტი მულტისახარშ ქვაბში: 3 რეცეპტი ნებისმიერი გემოვნებისთვის

920

მულტისახარშ ქვაბში ძალიან კარგი ბისკვიტების მომზადება შეიძლება.

შოკოლადის ბისკვიტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი 2 ჭიქა
  • შაქარი 3 ჭიქა
  • კვერცხი 2 ცალი
  • სოდა 1,5 ჩაის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩაის კოვზი
  • კაკაო 6 სუფრის კოვზი
  • რძე 1 ჭიქა
  • ვანილი 10გ
  • მცენარეული ზეთი 200მლ
  • წყალი 1 ჭიქა
  • კარაქი 30გ

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ კვერცხი, დაუმატეთ 2 ჭიქა შაქარი, ათქვიფეთ მიქსერით ან ბლენდერით. დაუმატეთ ერთი ჭიქა რძე, ჭიქის მესამედი ზეთი და ისევ მოურიეთ.
  2. ცალკე ჯამში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი, 2 ჩაის კოვზი სოდა, კაკაო და გამაფხვიერებელი.
  3. მშრალ ინგრედიენტებს ნელ-ნელა დაუმატეთ სველი ინგრედიენტები და მოურიეთ. მოასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი.
  4. მულტისახარში ქვაბი დაამუშავეთ ზეთით. ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 1 საათი. გამოცხობის შემდეგ დატოვეთ 15-20 წუთი მოწყობილობაში.
  5. ამ დესერტს ძალიან უხდება არაჟნის კრემი: 400გ არაჟანს დაუმატეთ შაქარი და ვანილი.

ბისკვიტი ლიმონათით

ინგრედიენტები

  • ფქვილი 3 ჭიქა
  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 1 ჭიქა
  • ვანილი 10გ
  • ლიმონათი – 1 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი 200მლ
  • გამაფხვიერებელი 10გ

მომზადება

  1. კვერცხი, შაქარი, ვანილი მოათავსეთ ჯამში და ათქვიფეთ მიქსერით. გააგრძელეთ თქვეფა, დაუმატეთ ზეთი და ლიმონათი. მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ცომი გამოვა თხელი არაჟნის კონსისტენციის.
  2. ცომი ჩაასხით მულტისახარშ ქვაბში. დრო დააყენეთ 65 წუთი, სიგნალის შემდეგ ისევ დაუმატეთ 65 წუთი.
  3. გამოცხობის შემდეგ დაელოდეთ 20 წუთი.

ბისკვიტი ხილით

ინგრედიენტები

  • ფქვილი 1 ჭიქა
  • კვერცხი 5 ცალი
  • ვანილი 1 შეკვრა
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • მანდარინი 2 ცალი
  • ვაშლი 2 ცალი
  • მარილი

მომზადება

  1. გაასუფთავეთ და გული ამოაჭერით ვაშლს, დაჭერით კუბიკებად. მოასხით ლიმონის წვენი, მანდარინი გაასუფთავეთ და დაჭერით.
  2. ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, მოაყარეთ მწიკვი მარილი, ვანილი და გამაფხვიერებელი. ათქვიფეთ ხელით.
  3. შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით, მოაყარეთ შაქარი და მოუმატეთ მიქსერის სიმძლავრეს.
  4. დაუმატეთ ფქვილი და ინტენსიურად მოურიეთ, ჩაასხით მულტისახარშ ქვაბში. აირჩიეთ პროგრამა – ცხობა და დრო 45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!