როგორ მოვამზადოთ ბადრიჯნის საუკეთესო ხემსი სულ რაღაც 15 წუთში

2433

ხანდახან, რაიმე უგემრიელესის მოსამზადებლად სულაც არ არის საჭირო სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალი. როგორც იქნა, დადგა ქორფა ხილისა და ბოსტნეულის სეზონი, ერთ-ერთი მათგანი კი ბადრიჯანია. ის თავისთავად იმდენად გემრიელია, რომ დამატების სახით ძალიან ჩვეულებრივი ინგრედიენტების გამოყენება შეიძლება.

სწორედ ამის მტკიცებაა რეცეპტი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ. შემწვარი ბადრიჯნის ელემენტარული ხემსი. ერთი შეხედვით, რას უნდა ელოდო ასეთი მარტივი კერძისგან? ელოდეთ, რომ ის თქვენი საყვარელი ხემსი გახდება. მოამზადეთ და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • 3 ც ბადრიჯანი
  • 4-6 კბ ნიორი
  • 2-3 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 0,5 ჩ.კ. შაქარი
  • 2-3 ს.კ. ზეთი

მომზადება

  1. გარეცხეთ და თხელ ფენებად დაჭერით ბადრიჯანი. გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ნიორი.
  2. შეწვით ზეთში ჯერ 2 კბ ნიორი, შემდეგ დაუმატეთ ბადრიჯანი და შეწვით ორივე მხრიდან.
  3. მოაყარეთ შაქარი და მოასხით სოიოს სოუსი, მოურიეთ და შეწვით 5 წთ განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ დარჩენილი ნიორი და კარგად მოურიეთ.

ეცადეთ ცეცხლზე დიდხანს არ გააჩეროთ ბადრიჯანი და შეინარჩუნოთ მათი სირბილე. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!