როგორ მოვამზადოთ აბრეშუმისებური იდეალური ბისკვიტი

819

ეს ბისკვიტი გამოდის ჰაეროვენი, ნაზი და არომატული. ამ ბისკვიტის მზადებისას უნდა შეინარჩუნოთ ერთი და იგივე ტემპერატურა, რადგან მას არ უყვარს თამაში.

ამ რეცეპტით ძალიან ცნობილი კონდიტერები სარგებლობენ. სწორედ მათ ფავორიტ რეცეპტს გაგაცნობთ დღეს.

ინგრედიენტები (2 ფორმისთვის 18-20სმ)

  • ფქვილი 200გ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
  • ცილა 6 ცალი
  • მწიკვი მარილი
  • გული 3 ცალი
  • რძე 135მლ
  • შაქარი 120გ (გულისთვის)
  • მცენარეული ზეთი 100მლ
  • შაქარი 37გ (ცილისთვის)
  • ვანილი 8გ

მომზადება

  1. კვერცხის ცილას დაუმატეთ მარილი და დაიწყეთ დაბალ სიჩქარეზე თქვეფა, ნელ-ნელა გაზარდეთ სიჩქარე.
  2. როცა ამოფუვდება დაიწყეთ შაქრის დამატება.
  3. შაქრის მთლიანად დამატების შემდეგ მაღალ სიჩქარეზე თქვიფეთ 3 წუთი. ჯამის გადმობრუნებისას არ უნდა გადმოყვეს მასა.
  4. გული ათქვიფეთ შაქართამ და ვანილთან ერთად გათეთრებამდე.
  5. ათქვეფილ გულს დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის რძე და მცენარეული ზეთი. კარგად მოურიეთ.
  6. დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, ათქვიფეთ მიქსერით.
  7. ცილა და გული ერთმანეთს ნელ-ნელა გადაურიეთ. ურიეთ ნიჩბით, მასა უნდა გახდეს ერთგვაროვანი.
  8. ცომი გადაანაწილეთ გამოსაცხობ ფორმებში.

9.გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 35 წუთი.

10.გამოცხობის შემდეგ ბისკვიტი გაგრილებამდე არ გამოიტანოთ ღუმელიდან.

გემრიელად მიირთვით!