როგორ მზადდება თქვენთვის საყვარელი მედოკი შავი ქლიავით

1296
Pac-man honey cake with a slice

გემრიელი მედოკი-ბავშვობის საყვარელი ნამცხვარია, რომელსაც სადღესასწაულოდ ამზადებდნენ ხოლმე.

თაფლისგან დამზადებული ფირფიტა, ქლიავი და არაჟნის კრემი ამ ნამცხვრის გემოს, ხდიდა საოცრად ნაზს და სასიამოვნოს.

სამწუხაროდ დღესდღეობით ვერცერთ მაღაზიაში ვერ შეიძენთ ნამდვილ მედოკს, ყველა მათგანი ვარგისიანობის გასახანგრძლივებლად შეიცავს კონსერვანტებს. ნაყიდი მედოკი შორსაა იმ ნამდვილისგან, რომელსაც უგემრიელესი არაჟნის კრემი ჰქონდა.

ამიტომაც, ჩვენ გთავაზობთ უმარტივეს რეცეპტს, რომლის დახმარებითაც მარტივად შეძლებთ უგემრიელესი ნამცხვრის გამოცხობას.

მარტივი მედოკი

ინგრედიენტები ფირფიტებისთვის

  • 5 კვერცხი
  • 200გ შაქარი
  • 1 ჭიქა თაფლი
  • 2 სუფრის კოვზი მდნარი კარაქი ან მარგარინი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი სოდა
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი

 

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 0,7მლ არაჟანი
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 300გ ქლიავი

მომზადება

1.მედოკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 5 კვერცხი. გული და ცილა ცალცალკე აურიეთ შაქარს. კარგად მორევის შემდეგ ორივე მასა ერთმანეთს გადაურიეთ.

ორთქლის აბაზანაზე გაალღვეთ თაფლი და დაუმატეთ მასას.

2.შემდეგ დაამატეთ კარაქი ან მარგარინი, მცენარეული ზეთი( უმჯობესია შაქრის გარეშე) და ძმარში არეული სოდა.

3.თანდათანობით შეურიეთ ფქვილიც. მზა ცომი უნდა იყო დაახლოებით სქელი არაჟნის კონსესტენციის, ცომი მოზილეთ კოვზით. გაყავით სამ ნაწილად. თითოეული ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

4.კრემის მოსამზადებლად, მიქსერის მეშვეობით აურიეთ არაჟანი და შაქრის ფხვნილი. შაქრის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან ის მასაში არ იხსნება და ჭამისას კბილებში იგრძნობა. შაქრის ფხვნილის მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია ამისათვის შაქარი უნდა დაფხვნათ ყავის საფქვავით. შაქრის ფხვნილით კრემი გამოდის ძალიან ნაზი.

5.ქლიავი დაჭერით წვრილად, შეურიეთ არაჟნისებურ მასას. გაგრილებულ ფირფიტებს წაუსვით კრემი, როგორც ზემოდან ასევე გვერდებიდანაც.

მზა მედოკი უნდა გავაჩეროთ გრილ ადგილას 2 საათის განმავლობაში, რადგან დარბილდეს და გახდეს ნაზი. ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ დაქუცმაცებული ნიგოზით, ფირფიტის ნაფხვენით და კაკაოს გლაზურით. გემრიელად მიირთვით.