როგორ დავამზადოთ უნაკლო და სრულყოფილი რაჭული ლორი

რაჭაში ლორის დამზადების უნიკალური ტრადიცია არსებობს. ეს ისეთი ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ალბათ ბევრ თქვენგანს უნდა ამ შესანიშნავ ტრადიციას ეზიაროს. ჩაინიშნეთ რეცეპტი…

ინგრედიენტები:

  • ღორი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. დაკლულ ღორს ამოვაჭრათ ხერხემალი, ჩამოვაჭრათ ბარკლის კუნთები, მოვაცალოთ მუცლის ქონი და დავსეროთ.
  2. ასეთნაირად მომზადებულ ხორცს დავაყაროთ მარილი, გავასწოროთ (ტყავი მოვაქციოთ დაბლა), გადავაფაროთ ტომარა და დავტოვოთ ორიკვირის განმავლობაში.
  3. ამ დროის გასვლის შემდეგ შესაბოლ ოთახში ჩამოვკიდოთ სპეციალურ ხის დანადგარზე, შუა ცეცხლის თავზე, შესაბოლად.
  4. ღორის ხორცის ბარკლის დაშაშხვას სჭირდება 20 დღე.
  5. დაშაშხვა უნდა ხდებოდეს საშუალო ტემპერატურის მქონე შენობაში.
  6. შებოლვა სასურველია ჯერ სუსტ ბოლით დავიწყოთ, შემდეგ თანდათან გავაძლიეროთ.
  7. ბოლის გასაძლიერებლად ცეცხლზე დავყაროთ ნესტიანი ნახერხი.
  8. ცეცხლი ნავთის საშუალებით არ უნდა ავანთოთ, უკეთესია ვიხმართ ხმელი გირჩა ან ბურბუშელა.
  9. შესაბოლად კარგია ნედლი, კანგაცლილი მუხა, ან ღვიის შეშა.
  10. უკეთესია თუ ღვიის კაკლებსაც შევყრით ცეცხლში. არ შეიძლება ფიჭვის ან ნაძვის ბოლი, ხორცს ცუდ ფერს აძლევს.