როგორ დავაკონსერვოთ გარგარი

1254

ზამთარში ძალიან მინდა რაღაც განსაკუთრებულის დაგემოვნება, და იმისათვის, რომ შევძლო ნამდვილი ზაფხულის გემოს შეგრძნება, ყოველ წელს ვაკონსერვებ რამდენიმე კილოგრამ გარგარს. ეს ხილი უნივერსალური პროდუქტია, რომელიც იდეალურია როგორც მურაბის, ისე ჟელეს მოსამზადებლად.

1 კგ გარგარი ორ ნახევარლიტრიან ქილას გაავსებს. იგი წარმოუდგენლად გემრიელი და არომატული გამოდის.

ინგრედიენტები

  • 1 კგ გარგარი
  • 25 გრ ჭელატინი
  • 600 გრ შაქარი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ გარგარი და გამოაცალეთ კურკები. ხილის ნახევარი ჩაყარეთ ქვაბში.

2. შეურიეთ ერთმანეთს 600 გრ შაქარი და 25 გრ ჟელატინი. მშრალი ნაზავი გაყავით ორ ნაწილად და ერთი ნაწილი ქვაბში მოთავსებულ გარგარს მოაყარეთ.

3. ჩაყარეთ ქვაბში დარჩენილი გარგარი და მოაყარეთ შაქრისა და ჟელატინის დარჩენილი ნაწილი. შემდეგ დაახლოებით 4 საათით გააჩერეთ. ამ დროის განმავლობაში ხილი გამოყოფს საკმარისი ოდენობის წვენს.

4. მოცემული დროის გასვლის შემდეგ მოურიეთ გარგარს, დაადგით ცეცხლზე, და როგორც კი მოდუღდება, გამორთეთ ცეცხლი.

5. დაასტერილეთ ქილები, ჩაასხით მასში მიღებული მასა და მოხუფეთ.

ახლა თქვენ მთელი ზამთრის განმავლობაში შეძლებთ პირი ჩაიტკბარუნოთ ამ გემრიელობით და გაიხსენოთ ზაფხულის ცხელი დღეები. დაკონსერვებული გარგარით შეგიძლიათ უგემრიელესი ღვეზელები და ნამცხვრები მოამზადოთ. გემრიელად მიირთვით!