როგორ დავაკონსერვოთ ბადრიჯანი ისე, რომ გემოთი მწვადს დაემსგავსოს

2554

2020 ზაფხული უკვე იწურება. ეს ნიშნავს, რომ უკვე უნდა დავიწყოთ ზამთრისთვის მზადება. დღეს ჩვენ მოვამზადებთ ბადრიჯანს ნივრით, რომელიც უგემრიელესია.

ბადრიჯანი ნივრით

ბადრიჯანს ინფოეთში “ბოსტნეულის მეფედ” მოიხსენიებენ. სწორედ აქედან ამ ნაყოფმა გადაინაცვლა იაპონიაში, შემდეგ არაბეთში, ხოლო მოგვიანებით კი ევროპაში.

ინგრედიენტები

  • 2კგ ბადრიჯანი
  • 500გ ხახვი
  • ნიორი
  • 150მლ წყალი
  • 1,5 სუფრის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 80მლ ძმარი (მე ვიყენებ 9%)
  • 2 ჩაის კოვზი მწვადის სანელებლები

მომზადება

1.პირველ რიგში გარეცხეთ ბადრიჯანი, მოაშორეთ ბოლოები და გათალეთ. გასუფთავებული ბადრიჯანი დაჭერით.

2.გაასუფთავეთ და დაჭერით ხახვი. წვრილად დაჭერით ნიორი.

3.გააცხელეთ ტაფა, ჩაასხით ზეთი და შეწვით ბადრიჯანი ორივე მხრიდან. შემდეგ გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და დაელოდეთ გაგრილებას.

4.სუფთა ქვაბში მოვამზადოთ მარინადი. ამისათვის ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი და შაქარი. მოურიეთ, რათა გალღვეს. წამოადუღეთ და ცეცხლზე გააჩერეთ 1 წუთი. შემდეგ გადმოიტნეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ.

5.დიდ ჯამში მოათავსეთ ბადრიჯანი. ზემოდან თითოეულ ფენას მოაყარეთ ხახვი, ნიორი და სანელებლები.

6.ზემოდან მოასხით ბოსტნეულის მარინადი. დააფარეთ თეფში და კარგად დაპრესეთ. ამ მდგომარეობაში მოათავსეთ მაცივარში 12 საათი, რათა კარგად გაუშვას წვენი.

7.გაასტერილეთ ქილები. თითოეულის ძირზე მოათავსეთ ჯერ ხახვი, შემდეგ კი ბადრიჯანი. ზემოდან მოასხით მარინადი.

8.ქილებს დააფარეთ თავზე  და გადაიტანეთ გასასტერილებლად ვაბში, რომლის ძირზე უნდა დააფინოთ ხელსახოცი. ჩაასხით თბილი წყალი და გაასტერილეთ 10 წუთი. ამის შემდეგ ჰერმეტიულად დააფარეთ თავზე თავსაფარი და გააგრილეთ.

გემრიელად მიირთვით!