როგორ გამოვიყენოთ გოგრის თესლი

1372

შემოდგომაზე, ინტერნეტს ავსებს მრავალფეროვანი გოგრის რეცეპტები. ხოლო ჰელუინი სულ უფრო და უფრო პოპულალური ხდება. და რა გახდა ამ დღესასწაულის მთავარი სიმბოლო? რა თქმა უნდა ჩვენი საყვარელი სტაფილოსფერი გოგრა. კულინარიული შედევრების გოგრისაგან შექმნის დროს, ჩვენ აუცილებლად ვასუფთავებთ მას თესლისაგან.

იმის მაგივრად, რომ გადააგდოთ ეს საოცარი პროდუქტი, გამოიყენეთ სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად. გოგრის თესლი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ისინი ასევე დიეტურიცაა, ამიტომაც მას ხშირად იყენებენ კერძებში. ჩვენმა რედაქციამ მოამზადა გემრიელი და რაც მთავარია სასარგებლო რეცეპტები გოგრის თესლისაგან.

ხორცისა და თევზის ღვეზელი

გასუფთავებული და დაფქული გოგრის თესლი, მარტივად ჩაანაცვლებს ფქვილისაგან დამზადებულ ღვეზელებს. უბრალოდ ფილე ამოავლეთ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ გოგრის თესლში და შეწვით ან გამოაცხვეთ.

დანამატი სუფისათვის

თუ გიყვართ სუფში ორცხობილის დამატება, მაში ძალიან მოგეწონებათ შემწვარი თესლი სუფში.

დანამატი სუფისათვის

თუ ფილმის ყურებისას მოგწონთ ჩიფსები ან მარილიანი მიწისთხილი, მაშინ შეცვალეთ ისინი, რაიმე უფრო სასარგებლოთი. უბრალოდ გამოაცხვეთ გასუფთავებული გოგრის თესლი მარილთან, ზეითუნის ზეთთან და მოცხართან ერთად.

დანამატი ფაფებისა და სალათებისთვის

დილის საუზმეს ძალიან მოუხდება გოგრის თესლი, ხოლო ბოსტნეულის სალათებს ის შესძენს პიკანტურ გემოს.

დანამატი ორცხობილებისათვის

ნამცხვარიი და ორცხობილა ნიგვზის დამატებით ყველას უყვარს, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ცხობისას ნიგოზი და გოგრის თესლი აბსოლიტურად იდენტურ გემოს ფლობენ.

ტორტების გასაფორმებლად

დესერტების დეკორაციისთვის ხშირად იყენებენ ნუშის ფანტელებს. ლამაზია, მაგრამ ძვირია. იგივე შედეგის მიღება შეგიძლიათ გოგრის თესლის გამოყენებითაც.

პური

პურის საცხობმა დანადგარებმა დიასახლისების მოწონება დაიმსახურეს, რადგან მათი მეშვეობით ძალიან მარტივია ნატურალური პურის გამოცხობა სახლის პირობებში. ცომს დაუმატეთ გოგრის თესლი და თქვენი პური გახდება კიდევ უფრო სასარგებლო.

მზესუმზირის პასტა

გემრიელი არაქისის კარაქისათვის ამერიკაში წასვლა არ არის საჭირო, რადგან მისი მომზადება სახლის პირობებშიც ძალიან მარტივია. უმჯობესია გოგრის თესლი დააბლენდეროთ. ხრაშუნა ზედაპირით პასტა ძალიან გმრიელი გამოვა!

პესტოს ახალი სოუსი

პესტოს სოუსი მზადდება რეჰანის, ზეითუნის ზეთის და მცირე რეოდენობით ყველის საფუძველზე. მასში დაამატეთ გოგრის თესლი და მიიღებთ სრულიად ახალ და განსხვავებულ გემოს.

ბოსტნეულის სოუსი

დააბლენდერეთ თქვენი საყვარელი მწვანილი, პომიდორი, მწარე წიწაკა და გოგრის თესლი ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სისქი შეცვლა შეგიძლიათ წყლით ან ბოსტნეული ბულიონით. ეს სოუსი შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ბოსტნეულთან ასევე სიმინდის ჩიფსებთან.

მრავალი წლის განმავლობაში, გოგრის თესლი მსოფლიოში ძალიან პოპილარული და სასურველი პროდუქტია. უბრალოდ მოხალულიც კი მიგიზიდავთ თავისი საოცარი არომატის მეშვეობით, ხოლო სხვა ინგრედიენტებთან შერწყმისას თქვენ მიიღებთ ძალიან ნოყიერ და გემრიელ კერძს!