როგორ გამოვაცხოთ სკუმბრია ღუმელში

3754
როგორ გამოვაცხოთ სკუმბრია ღუმელში
როგორ გამოვაცხოთ სკუმბრია ღუმელში

სკუმბრია ძალიან გემრიელი, სასარგებლო და არც თუ ისე ძალიან ძვირი ზღვის თევზია. ამასთან არც თუ ისე ძვლიანი და მისი მომზადება ერთი დიდი სიამოვნება არის. სკუმბრიას ხორცი მდიდარია ცილებით, ცხიმოვანი ომეგა მჟავებით და B12 ვიტამინებით.

მე უკვე წლებია სკუმბრიას ჩემი ოჯახისთვის ვამზადებ და მინდა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი რეცეპტი გაგიზიაროთ. ღუმელში გამომცხვარი დაჭრილი სკუმბრია პომიდვრით და ხახვით ძალიან არომატული, წვნიანი და გემრიელი გამოდის. ეს კერძი ყოველდღიურ და სადღესასწაული მაგიდას დაამშვენებს.

როგორ გამოვაცხოთ სკუმბრია ღუმელში

ინგრედიენტები:

  • 3 სკუმბრია
  • 5-6 პომიდორი
  • 2 ხახვი
  • 1 მცირე ზომის ლიმონი
  • 2 ს/კ სეზამი (სურვილის მიხედვით)
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადება:

1.სკუმბრიას კუდი და ფარფლები მოაჭერით, მუცლიდან მუქი ფერის შიგთავსი ამოიღეთ, რომ თევზი მწარე არ იყოს.

2.ყველა სკუმბრია 2-3 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით.

3.მცირე ზომის ხახვები და პომიდორი რგოლებად დაჭერით. მათი დიამეტრი დაახლოებით სკუმბრიას ზომის უნდა იყოს.

4.მინის საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით. ფორმის ძირზე ოდნავ მარილი და წიწაკა მოაყარეთ.

5.ახლა ფორმაზე თევზის ნაჭრები დააწყვეთ ასეთი თანმიმდევრობით: თევზის ნაჭერი, ხახვის რგოლი, პომიდორი, და ასე გააგრძელეთ, სანამ თევზის ნაჭრები არ დამთავრდება.

6.თევზს ლიმონის წვენი მოასხით.

7.თევზს და ბოსტნეულს სამზარეულოს ფუნჯით მცენარეული ზეთი წაუსვით.

8.შემდეგ მარილი მოაყარეთ, სურვილის მიხედვით სეზამიც.

9.ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ და თევზი 40-45 წუთით გამოაცხვეთ.

10.ახლა უკვე იცით, თუ როგორ მოამზადოთ გემრიელი სკუმბრია. სუფრაზე კერძი შეგიძლიათ როგორც თბილი, ასევე გაგრილებული სახით გაიტანოთ – ეს თევზი ნებისმიერი ფორმით მშვენიერი იქნება! გემრიელად მიირთვით!

რედაქციის რჩევა

ბევრს სკუმბრია არ უყვარს მისი სუნის გამო, რომელიც თერმული დამუშავების შემდეგ აქვს. სუნის მოსაშორებლად, თევზის მომზადებამდე ნახევარი საათით თევზი მცირე რაოდენობის ლიმონის წვენში დაამარინადეთ. ამის შემდეგ გააშრეთ და საყვარელი რეცეპტის მომზადებას შეუდექით.

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.