როგორი დესერტით ანებივრებენ იტალიაში ქმრებს

938
Packs puff pastry of cheese, home-European. Home making buns for tea.

იტალიური ნამცხვარი “სოფინონი” – პატარა კონვერტისებური ხრაშუნა ცომია ძალიან ტკბილი კრემით. მას დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის ქერქი და შაქრის ფხვნილი – თქვენ ნამდვილ შედევრს მიიღებთ.

მაგრამ ნამდვილი რიკოტის პოვნა ძალიან რთულია. როგორ უნდა მივიღოთ რბილი და ჰაეროვანი ნამცხვარი, როგორც ორიგინალია? ყველაფერი მარტივადაა, უბრალო ხაჭო კარგად უნდა ათქვიფოთ და მისცეთ კრემისებური კონსესტენცია. ზოგიერთი კვერცხის გულსაც უმადებს, რომელიც ცვლის ფერს და კონსესტენციას.

ნამცხვრის მომზადება

ინგრედიენტები

  • 150გ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 25გ ზეითუნის ზეთი
  • 40გ შაქარი (ცომისთვის)
  • 50გ შაქარი (შიგთავსისთვის)
  • 200გ რიკოტას კრემი ან ათქვეფილი ხაჭო
  • ლიმონის ქერქი
  • 3გ ლიმონის წვენი
  • მარილი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.გაცერით ფქვილი მწიკვ მარილთან ერთად.

2.ცომის მოსამზადებლად ზეითუნის ზეთს დაუმატეთ კვერცხი და შაქარი (40გ). ათქვიფეთ ხელის სათქვეფით ერთგვაროვნებამდე.

3.ფქვილისა და კვერცხის მასისგან ჯერ სათქვეფით, ხოლო შემდეგ ხელით მოზილეთ ცომი. თუ ცომი წებოვანი გემოგივიდათ დაუმატეთ ფქვილი. შეფუთეთ და 1 საათით მოათავსეთ მაცივარში.

4.ორი კვერცხის ცილა და გული დააშორეთ ერთმანეთს. გულს დაუმატეთ ქერქი და 50გ შაქარი. 5-6 წუთის განმავლობაში თქვიფეთ მიქსერით.

5.მასას დაუმატეთ რიკოტა ან ათქვეფილი ხაჭო. ეს ორი პროდუქტი ერთმანეთი კარგი შემცვლელია. მიქსერით ათქვიფეთ კიდევ 2 წუთი.

6.ცილას დაუმტეთ მწიკვი მარილი და ლიმონის წვენი. ათქვიფეთ აქაფებამდე მიქსერით. ნელ-ნელა დაუმატეთ გულის და ჰაეროვანი ყველის მასა. ერთმანეტს შეურიეთ ნიჩბის მეშვეობით.

7.ცომი გამოიტანეთ მაცივრიდან და თხლად გააბრტყელეთ. გაყავით 6 ოთხკუთხედად.

8.მაფინის ფორმაში მოათავსეთ თითო-თითო ცომის ოთხკუთხედი. ამოავსეთ შიგთავსით და კუტხეები შიგნით შეკეცეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი. შემდეგ ტემპერატურა ჩამოიყვანეთ 160 გრადუსამდე და გამოაცხვეთ კიდევ 20 წუთი. ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

ეს ნამცხვარი ძალიან მოუხდება თქვენს სადრესასწაულო მაგიდას ამიტომაც ხშირად მოამზადეთ და დატკბით სედეგით.

თუ პროდუქტების რაოდენობას გააორმაგებთ, მაშინ ტქვენ მიიღებთ 12 ნამცხვარს. გემრიელად მიირთვით!