რისი მომზადება შეიძლება ყველის ნარჩენებისგან

1218
S

ყველი არის საოცარი ინგრედიენტი, როგორც ცალკე ასევე კერძებშიც. დნობადი, წლვადი, დაბრაწული და ხრაშუნა . . . შეუძლებელია ცდუნებას გაუძლოთ! თუ თქვენ მაცივარში გაქვთ ყველის ნაჭერი, მაშინ მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ საოცარი კერძები.

ყველის ორცხობილა

გირჩევთ მოამზადოთ ეს მარტივი და უგემრიელესი ყველის ორცხობილები. მე ის პირველივე დაგემოვნების შემდეგ შემიყვარდა. გახედვასაც კი ვერ მოასრებთ თეფში უკვე ცარიელი დაგხვდებათ. ამ რეცეპტით ორცხობილა გამოდის რბილი, ხრაშუნა და რაც მთავარია თქვენით შეგიძლიათ დარწმუნდეთ მისი მომზადების სიმარტივეში.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ძალიან მარტივი ინგრედიენტები, რომელიც აუცილებლად ყველას გვაქვს მაცივარში. მითითებული ინგრედიენტებისგან თქვენ გამოგივათ დაახლოებით 20-25 ხრაშუნა ორცხობილა. სწრაფად გაიქეციტ სამზარეულოში და დაიწყეთ მათი მზადება!

 

ინგრედიენტები

  • 100გ ყველი
  • 130გ კარაქი
  • 180გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.გაგრილებული კარაქი დაჭერით პატარა კუბიკებად და მოათავსეთ ბლენდერში.

2.დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მარილი. კარგად მოურიეთ და მოურიეთ ბლენდერით ან ხელით.

3.მიღებულ მასას დაუმატეთ 1 კვერცხი. ისევ კარგად მოურიეთ ჩანგლი, ბლენდერის ან ხელის სათქვეფის დახმარებით.

4.გახეხეთ ყველი, დაუმატეთ დარჩენილ ინგრედიენტებს და მოზილეთ ცომი. ამ მოქმედებების ოპერატიულოდ ჩადენა აუცილებელია, რადგან კარაქმა ვერ მოასწროს გალღვობა. მზა ცომისგან სექმენით ბურთი, შეახვიეთ პაკეთში და 30 წუთით მოათავსეთ მაცივარში.

5.მაცივრიდან გამოიტანეთ გაგრილებული ცომი, გააბრტყელეთ 0,5სმ სისქის ფირფიტად, შემდეგ ჭიქით ან ნებისმიერი ფორმის ჭურჭელით ამოჭერით სასურველი ფორმები.

6.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და დაალაგეთ ფორმირებული ცომის ნაჭრები.

7.ერთი კვერცხის გულს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი წყალი და ფუნჯის მეშვეობით წაუსვით ყველის ორცხობილას. შემდეგ ჩანგლით დაჩხვლიტეთ ცომი რამდენიმე ადგილას.

8.გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და მოათავსეთ ორცხობილა 15 წუთით. ხრაშუნა ყველის ორცხობილები მზად არის. მის გასამრავალფეროვნებლად მას გამოცხობამდე შეგიძლიათ მოაყაროთ სეზამის მარცვლები და მზესუმზირა.

ეს ხრაშუნა ყველის ორცხობილა ძალიან მოუხდება წვნიანს და ჩაის. თავარია – მოამზადოთ ხშირად, რადგან ის არის უგემრიელესი და დაბალკალორიული. მწარე კერძების მოყვარულებმა ჩაატარეთ ექსპერიმენტები, ხოლო ზოგიერთი დიასახლისი გარისკავს და ორცხობილას დაუმატებს ხახვს, მწვანილს და ბეკონს. შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ, მისი გასინჯვის შემდეგ თქვენ მასზე უარს ვერ იტყვით.