რეცეპტების კრებული ლორისთვის

1443
Fresh bacon with garlic and peppercorns, bay leaf. Ukrainian traditional cuisine. On the slate surface

რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე ჭვავის პურის ნატეხი, წვრილად დაჭრილ ნივრიან ლორთან ერთად? წარმოიდგინეთ ლორი რომელიც პირში დნება.

ამ საოცარი ლორის საყიდლად სულაც არ არის საჭირო წახვიდეთ მაღაზიაში. დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ საოცარი ლორის მომზადების რეცეპტს. ამ რეცეპტის მეშვეობით მის მომზადებას შეძლებთ მარტივად და ძალიან სწრაფად.

გემრიელი მარილიანი ლორი

ლორი ნივრით

დასამარილებლად გამოდგება ნებისმიერი სახის ლორი. მის მომზადებამდე აუცილებელია პროდუქტი შევამზადოთ. მშრალად დამარილების წესის მიხედვით ლორს არ რეცხავენ მომზადების წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაიჟღინთება წყლით და დაკარგავს თავის საოცარ გემოს.

ინგრედიენტები

  • 1კგ ლორი
  • 200გ მარილი
  • 20გ შავი წიწაკა
  • 1/2 ნივრის თავები

მომზადება

  1. ჩაჭერით ლორი 4-5 სანტიმეტრიან კუბიკებად.
  2. თითოეულ ღარს კარგად მოაყარეთ წიწაკა.
  3. ჩაყარეთ მარილი ღრმა ჯამში.
  4. მარილიან ჯამში მოათავსეთ ლორი.
  5. თავზე მოაყარეთ წიწაკა ან წიწაკების ნარევი.
  6. დაჭერით ნიორი წვრილ ნაჭრებად(1-2მმ) და მოათავსეთ კუბიკებად ჩაჭრილ ღარებში.
  7. ლორი გადაიტანეთ კონტეინერში და მაცივარში შეინახეთ 3-4 დღე.
  8. შემდგომი შენახვისათვის ლორს მოაშორეთ ზედმეტი მარილი, შეახვიეთ ქსოვილში, მოათავსეთ პაკეტში და შეინახეთ საყინულეში.
  9. გემრიელად მიირთვით!

ლორი ხახვის ქერქში

ინგრედიენტები

  • 1კგ ლორი ქერქით
  • 1ლ წყალი
  • 2 მუჭი ხახვის ქერქი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 200გ მარილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 4 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა
  • 3 კბილი ნორი
  • პაპრიკა და წიწაკის ნარევი გემოვნებით

მომზადება

1.ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ გარეცხილი ხახვის ქერქი, დაფნის ფოთოლი, მარილი და შაქარი.

2.მიღებული მასა აადუღეთ, ამ სითხეში ჩადეთ ლორი და თვალი ადევნეთ, რომ ის მთლიანად ჩაძირული იყოს სითხეში.

3.კვლავ აადუღეთ. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში.

4.გადმოიღეთ ცეცხლიდან, გააცივეთ და დატოვეთ გრილ ადგილას 12 საათის განმავლობაში.

5.ამოიღეთ ლორი, დააშრეთ, წაუსვით გახეხილი ნიორი, პაპრიკა და წიწაკა.

6.შეინახეთ მზა ლორი საყინულეში.

7.მანამ სანამ მირთმევას დააპირებთ 5 წუთით ადრე გამოიტანეთ საყინულიდან.

8.გემრიელად მიირთვით.

ლორი მარილწყალში

ინგრედიენტები

  • 2კგ ლორი
  • 1ლ წყალი
  • 250გ მარილი
  • 2 თავი ნიორი
  • 5 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა
  • 1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა(მარცვალი)
  • 5-6 დაფნის ფოთოლი
  • 1 სუფრის კოვზი მდოგვის მშრალი თესლი
  • 2 ცალი მიხაკის გამომშრალი კვირტი

მომზადება

1.გაარჩიეთ ნიორი. დაჭერით ლორი 5-10 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად.

2.ქილას დაასხით ადუღებული წყალი და ლორი მოათავსეთ მასში. თავისუფალ სივრცეებში ჩადეთ დაფნის ფოთლები და ნიორი.

3.ქვაბში აადუღეთ წყალი და დაამატეთ მარილი, მდოგვი,წიწაკა, დაფნის ფოთოლი და მიხაკი. გააცივეთ სითხე და მოასხით ლორს.

4.ლორი დატოვეთ რამოდენიმე დღე ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ კი მოათავსეთ გრილ ადგილას. ორ კვირაში უგემრიელესი სალა მზად იქნება. გემრიელად მიირთვით!

ლორი ხუთწუთიანი

ამ გზით შეგიძლიათ დაამარილოთ ლორიც და ხორციც, ასევე ძვლიანი ხორცით. შეგიძლიათ შეინახოთ ზამთარში ქილაში  ან მიირთვათ ნებისმიერ დროს. სწრაფი და გემრიელი!

ინგრედიენტები

  • 1 კგ ღორის ფილე
  • 1ლ წყალი
  • 1 თავი ნიორი
  • 5 დაფნის ფოთოლი
  • 4 სუფრის კოვზი მარილი
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. ყოველ ერთ კილოგრამ ლორზე გამოიყენება 1ლ წყალი. დადგით ცეცხლზე და დაუმატეთ მარილი და სანელებლები.

2.ამასობაში მოამზადეთ ლორი. გარეცხეთ და კანი გახეხეთ დანით.

3.დაჭერით საშუალო ნაჭრებად.

4.როდესაც მარილი გალღვება, დაუმატეთ ლორი.

5.დააფარეთ თავსაფარი და წამოადუღეთ.

6.როდესაც მთლიანი მასა ადუღდება, მოაშორეთ ნადები, მოუმატეთ ცეცხლს და ხარშეთ დამატებით 5 წუთი.

7.როდესაც ლორი მოიხარშება, თავზე დააწურეთ ნიორი.

8.დააფარეთ თავზე და გადაიტანეთ გრილ ადგილას 12 საათის განმავლობაში.

ლორი ხუთწუთიანი შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში. ლორი რბილია, გემო საოცარია. მზა ლორს შეგიძლიათ დააყაროთ პაპრიკა, შავი წიწაკა და გამომშრალი მწვანილი- თავად აირჩიეთ.

ლორი საკვებად ვარგის შეფუთვაში

ინგრედიენტები

  • 300გ ღორის ლორი კანით.
  • 4 კბილი ნორი
  • 0,5 ჭიქა მარილი
  • 1 ჩაის კოვზი წიწაკის ნარევი
  • 1 ჩაის კოვზი ტმინი
  • 4 ცალი დაფნის ფოთოლი

მომზადება

  1. როგორც იცით ხორცს ძალიან ბევრი ბაქტერია ყავს, მაგრამ ამაზე ნერვიულობა არ ღირს, რადგან მარილი საუკეთესო საშუალებაა მათ გასანეიტრალებლად. კარგად გაწმინდეთ ლორი ხოლო მისი კანი დანით გულდასმით ჩამოფხიკეთ .
  2. ღრმა ჯამში მოამზადეთ მარილწყალი. დაჭყლეტილ ნიორს დაუმატეთ მარილი და სანელებლები. კარგად მოურიეთ.
  3. ლორს კარგად წაუსვით მარილი და სანელებლები. აუცილებელია, რომ მარილმა მთლიანად დაფაროს ლორის ზედაპირი, მაგრამ თუ ლორის დიდი ნაჭერი გაქვთ მაშინ რამოდენიმე ადგილას ჩაჭერით და ღარებში კარგად დააყარეთ მარილი.
  4. დამარილებულ ლორი შეფუთეთ დაფნის ფოთლით და მჭიდროს გაახვიეთ პაკეტში.
  5. ლორი ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ 6-8 საათის განმავლობაში, შემდეგ შეინახეთ მაცივარში. 2 დღეში არომატული ლორი მზად იქნება. მარილიანი ლორის შენახვა შეგიძლიათ 2 კვირის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით.

თუ თქვენ იცით, როგორ განასხვავოთ კარგი და ცუდი ლორი მაშინ მაღაზიაში თქვენ შეძლებთ საუკეთესო გემოს მქონე ლორის შეძენას. ბევრი ჭორი დადის ამ პროდუქტის მავნებლობის შესახებ, მაგრამ ჩვენმა რედაქციამ მოიძია ინფორმაცია რის მიხედვითაც უამრავი ჭორი ტყუილი აღმოჩნდა.