რბილი ტორტი : გემრიელი შოკოლადის დესერტი

1286

სარესტორნო ტორტი, რბილი და წვნიანი სტრუქტურით, ძალიან გემრიელი დესერტია.

ამ ყველაფერს კი ემატება ზემოდან მოსხმული შოკოლადის მინანქარი.

რეცეპტი ძალიან მარტივია, შეგიძლიათ გაიმეოროთ. შედეგით ნამდვილად კმაყოფილი გადებით.

ინგრედიენტები

ბისკვიტისთვის

  • ხორბლის ფქვილი 70გ
  • რძე 50მლ
  • კვერცხი 3 ცალი
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • კარაქი 50მლ
  • შაქარი 200გ

დასანამად 

  • რძე 180მლ
  • კაკაო 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი

კრემისთვის

  • ნაღები 33% 400გ
  • შაქრის ფხვნილი 3 სუფრის კოვზი
  • კაკაო 1 სუფრის კოვზი

მინანქრისთვის

  • კაკაო 4 სუფრის კოვზი
  • რძე 200მლ
  • შაქარი 5 სუფრის კოვზი
  • კარაქი 50გ

მომზადება

პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი

1.კვერცხი ჩატეხეთ ღრმა ჯამში და ათქვიფეთ მიქსერით აქაფებამდე.

2.ნელ-ნელ დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ 4-5 წუთი.

3.დაუმატეთ კარაქი და რძე, ათქვიფეთ.

4.მასას დაუმატეთ გაცრილი კაკაო და გამაფხვიერებელი.

5.მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი, ჯერ მიქსერით, შემდეგ კი ნიჩბით.

6.ცომი უნდა გამოგივიდეთ არაჟნის კონსესტენციის.

7.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.

8 გამოაცხვეთ 180  გრადუსზე 25-30 წუთი.

მოვამზადოთ დასანამი მასა

9.ქვაბში მოათავსეთ კაკაო, რძე და შაქარი.

10.დადგით ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ ადუღებამდე.

11.როცა მასა ადუღდება გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

12.მზა კორჟი გამოიტანეთ ღუმელიდან და მოაშორეთ ქაღალდი.

13.ისევ მოათვსეთ კორჟ ფორმაში და მოასხით დასანამი მასა.

მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი

14.ქვაბში მოათავსეთ კაკაო, შაქარი და რძე.

15.მოათავსეთ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ ადუღებამდე.

16.როცა მასა წამოდუღდება, ცეცხლზე დატოვეთ კიდევ 25-20 წამი, დაუმატეთ კარაქი და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

17.მოურიეთ და დაელოდეთ გაგრილებას.

მოვამზადოთ კრემი

18.ჯამში ჩაასხით ნაღები და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი.

19.ათქვიფეთ ნაღები მიქსერით აქაფებამდე.

20.კრემი გაყავით 2 ნაწილად.

21.ერთ ნაწილს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი კაკაო და მოურიეთ.

დროა ავაწყოთ ტორტი

22.გაგრილებული ბისკვიტს თანაბრად წაუსვით კაკაოს კრემი, შემდეგ წაუსვით მეორე კრემი.

23.მინანქარი გამოწურეთ, რათა არ გამოყვეს გაუხნელი ნაწილაკბი, თანაბრად მოასხით ტორტს.

24.ტორტი მოათავსეთ მაცივარში, რამდენიმე საათი.

გემრიელად მიირთვით!