რა შეიძლება მოვამზადოთ გოგრისგან

1171

გოგრა, ყაბაყიანი ხიზილალას კარგი ალტერნატივაა. იგი შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორებიცაა A, C, E, D, PP K, B ჯგუფსა და იშვიათ ვიტამინ T-ს. გოგრა სავსეა მინერალებით, ფტორით, მაგნიუმით, სპილენძით, კალციუმით, თუთიით, მანგანუმით, ფოსფორითა და იოდით.

ამ ბოსტნეულის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე ისე, რომ მან არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები. სწორედ ამიტომ გვირჩევენ მის დაკონსრევებას.

რა მოვამზადოთ გოგრისგან

ინგრედიენტები

  • 800 გრ გოგრა
  • 2 ც სტაფილო
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ც ხახვი
  • 3 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 5 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • მარილი და შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი

1. მოამზადეთ გოგრა: გარეცხეთ და გათალეთ გოგრა, მოაშორეთ რბილობი და თესლი. დარჩენილი ნაწილი კი კუბებად დაჭერით.

2. ხახვი წვრილად დაჭერით, ნიორი კი დაჭყლიტეთ. მსხვილად გახეხეთ სტაფილო. ყოველივე ეს ერთად შეწვით: ტაფაზე 3 ს.კ. ზეთი გააცხელეთ, დაუმატეთ ნიორი, შემდგომ ხახვი და როდესაც ხახვი გამჭვირვალე გახდება, დაუმატეთ სტაფილო და მოურიეთ.

3. სულ ბოლოს ბოსტნეულს გოგრა დაუმატეთ და დაახურეთ ტაფას თავსახური. მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, პერიოდულად მოურიეთ.

4. მოთუშულ ბოსტნეულს პომიდორი ან ტომატ-პასტა, სოიოს სოუსი, შაქარი და მარილი დაუმატეთ და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით.

5. როდესაც მასა გაცივდება, დაუმატეთ დარჩენილი ზეთი, ძმარი და მოურიეთ. იმისათვის, რომ კერძი ერთგვაროვანი გამოვიდეს, მომზადების შემდეგ მასა დააბლენდერეთ. შემდეგ ჩაასხით სტერილურ ქილებში. გოგრისგან მომზადებული ხიზილალა ზამთრისთვის მზადაა.

შეგიძლიათ არ დაელოდოთ ზამთარს და გოგრისგან მომზადებული ხიზილალა ცხელ მდგომარეობაში მიირთვათ. ეს გახლავთ ძალიან კარგი ალტერნატივა გოგრის ფაფებისთვის, რომლის გემოც ბევრს არ მოსწონს.