რახათლუხუმი – აღმოსავლური ტკბილეულის უმარტივესი რეცეპტი

3431

რახათლუხუმი აღმოსავლური ტკბილეულია.  ამზადებენ ხილის წვენის, შაქრის, ნიგვზის, ნუშის და სახამებლისაგან. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ტბილეული ძალიან ბევრს უყვარს. აი რეცეპტიც:

ინგრედიენტები: 

  • შაქარი – 500 გრამი
  • კარტოფილის ფქვილი – 250 გრამი
  • ჟელატინი – 50 გრამი
  • ვანილი – 1/4 ჩხირი
  • რომელიმე ხილის წვენი – 1/2 ჩაის ჭიქა

მომზადების წესი: 

კარგად მოდუღებულ შაქრის სიროფში ჩავალესოთ 50 გრამი ჟელატინი და 250 გრამ წყალში წინასწარ გახსნილი კარტოფილის ფქვილი.

ვადუღოთ 20 -25 წუთი, თან განუწყვეტლივ ვურიოთ.

სიროფი მოვამზადოთ შემდეგი პროპორციით:

თითო ჩაის ჭიქა შაქარზე 1½ ჩაის ჭიქა წყალი და ნახევარი ჩაის ჭიქა რომელიმე ხილის წვენი. თუ ხილის წვენი არ გვაქვს, შაქრის სიროფში ჩავახარშოთ ვანილი.

ამგვარად შემზადებული და კარგად მოდუღებული ფაფა დავასხათ წყალმოსხმულ ფიცარზე. როდესაც კარგად გაცივდება, დავჭრათ მოგრძო ოთხკუთხედებად, თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ შაქრის ფქვილში და შევინახოთ მუყაოს ყუთში.

უგემრიელესი ტკბილეული მზადაა. გემრიელად მიირთვით!