რატომ უნდა შვეწვათ ხორცი წნულ ღობეზე

909
pork steak meat on bbq grill no flame, home made

ამბობენ, რომ წვნიანი სტეიკი წელიწადის ნებისმიერ დროს უხდება. განსაკუთრებით ზამთარში ხორცი ძალიან დიდ სარგებელს მოიტანს ჩვენი ორგანიზმისთვის.

ამ რეცეპტის მეშვეობით, თქვენი სტეიკი ნამდვილად სარესტორნო გამოვა. მოამზადეთ და თავად დარწმუნდით.

დღეს ჩვენ რამდენიმე კულინარიულ საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელიც ძალიან გამოგადგებათ.

ინგრედიენტები

  • 1,5კგ ღორის ხორცი
  • სანელებლები ხორცისთვის
  • 50მლ ზაითუნის ზეთი
  • მარილი

მომზადება

1.აიღეთ ღორის კისრის ნაჭერი და დაჭერით 2სმ ნაჭრებად. არ ინერვიულოთ ცხიმზე, რადგან ჩვენი მეთოდის მეშვეობით სტეიკი საშუალო ცხიმიანობის გამოვა.

2.უმჯობესია თუ გამოიყენებთ ნატურალურ, გამომშრალ სანელებლებს, რადგან მათ უფრო გამყოლი არომატი აქვთ. საფქველის დახმარებით დაფქვით შავი წიწაკა, ცოტა ქინძი, კარდამონი, მდოგვი, ზირა და როზმარინ. ასევე დაუმატეთ პაპრიკა, კურკუმა და ცოტა პიტნა. ასევე შეგიძლიათ სანელებლები თქვენი გემოვნებით აირჩიოთ.

3.სანელებლებს დაუმატეთ ზეთი და კარგად მოურიეთ. ხორცი მოათავსეთ ღრმა ჯამში და წაუსვით სანელებლები. დაელოდეთ 2 საათი.

4.ხორცი მოათავსეთ წნულ ღობეზე. მის დაბლა დადგით გამოსაცხობი ფორმა და მასში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი. ამ მეთოდით ხორცი გამოვა ნაკლებად ცხიმიანი.

5.შეწვით 250 გრადუსსზე 30 წუთი. უმი ხორცი ძალიან მავნებელია ორგანიზმისთვის, ამიტომაც კარგად შეწვით.

თუ რუმელი არ გაქვთ ესეც არ არის პრობლემა, რადგან მისი მომზადება ტაფაზეც შეგიძლიათ. დაუმატეთ ტროზმარინი და შეწვით, მარგამ გაითვალისწინეთ, რომ ხორცი მეტად ცხიმიანი გამოვა.

ამ კერძს ძალიან უხდება გარნირად ბრინჯი, კარტოფილი და ლობიო. გემრიელად მიირთვით!