რატომ უნდა შევახვიოთ სალათი ლავაშში

1028
Roll on a wooden table. Delicious cold appetizer .

თუ ერთხელ მაინც გაგისინჯავთ სალათი “მიმოზა”. აუცილებლად გაგიჩნდებათ მისი სადღესაწაულოდ მომზადების სურვილი. ეს არა მარტო სალათია, არამედ ტრადიციაცაა.

დღეს ჩვენ გასწავლით ამ სალათის ორიგინალურ და მარტივი მომზადების ხერხს თევზის კონსერვებით. ამ კერძის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ რთულად მოსაპოვებელი და განსხვავებული ინგრედიენტების შეძენა, პირიქით ის უმარტივესი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან მზადდება.

ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უგემრიელესი რულეტის რეცეპტს, რომელზეც გიჟდებიან ბავშვებიც და დიდებიც.

სალათი ლავაშში

ინგრედიენტები

  • 3 ლავაში
  • 250გ მაიონეზი
  • 4 მოხარშული კვერცხი
  • 200გ ყველი
  • 1 ქილა სარდინები ზეთში
  • მწვანილი (კამა და მწვანე ხახვი)

მომზადება

1.მოხარშეთ კვერცხი და ჩაუშვით ცივ წყალში, რათა მალე გაგრილდეს.

2.კვერცხი გახეხეთ მსხვილად.

3.ყველი გახეხეთ მსხვილად და მოათავსეთ ცალკე ჯამში.

4.აიღეთ კიდევ ერთი ჯამი და მასში მოათავსეთ თევზი, აწეწეთ ჩანგლით.

5.სამივე ლავაში დაალაგეთ მაგიდაზე, წაუსვით მაიონეზი და თანაბრად გადაანაწილეთ მზა შიგთავსი. პირველ ლავშზე მოათავსეთ კვერცხი, მეორეზე ყველი, ხოლო მესამეზე თევზი.

6.დაჭერით მწვანილი და მოაყარეთ ლავაშის თითოეულ ფირფიტას.

7.პირველი ფენა დაახვიეთ რულეტისებურად, ერთი ფირფიტის კუთხე მოათავსეთ განსხვავებული შიგთავსის მქონე ფირფიტაზე, ამ ხერხით შეაერთეთ ისინი. იგივე სახით შეახვიეთ დანარჩენი ფენები ისე, რომ რულეტი იყოს შეკრული მჭიდროდ.

ბოლოს რულეტი მოატავსეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათით. უმჯობესია რულეტი მოამზადოთ საღამოს და მთელი ღამის განმავლობაში დატოვოთ მაცივარში.

იმედი მაქვს ეს კერძი ძალიან მოეწონებათ თქვენს ოჯახის წევრებს. გემრიელად მიირთვით!