რატომ არ უნდა დავიშუროთ ზეთი კობრის მომზადებისას

972

კერძი თევზისგან – ეს ყოველთვის გემრიელი და სასარგებლოა. მათთვის ვისაც მობეზრდა ბანალური რეცეპტები, ჩვენ გთავაზობთ კობრის აღმოსავლურად მომზადებას. თევზი სოიოს სოუსში ჯანჯაფილთან ერთად, მწარე წიწაკა და ყველი ტოფუ ნამდვილად საოცრება გამოდის!

ინგრედიენტები

  • 1 კობრი
  • 250გ ყველი ტოფუ
  • 100გ ხახვი
  • 40გ წითელი წიწაკა ჩილი
  • 40გ მწვანე წიწაკა ჩილი
  • 2 სუფრისკოვზი სოიოს სოუსი
  • 100გ ჯანჯაფილი
  • 1 კვერცხი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი სიმინდის სხამებელი
  • 3 სუფრის კოვზი პომიდვრის სოუსი
  • მარილი და კაკალი ქინძი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გამოშიგნეთ თევზი,მოაჭერით თავი და ფარფლები. დაჭერით თევზი.

2.დაჭერით ხახვი, ჯანჯაფილი და ნიორი.

3.ქვაბში მოათავსეთ თევზი, ჯანჯაფილის ნაწილი და 1 კოვზი მარილი. მოურიეთ და დაელოდეთ 10 წუთი.

4.დაჭერით წიწაკები.

5.სოიოს სოუსი დაუმატეთ პომიდვრის სოუსს.

6. კუბიკებად დაჭერით ყველი.

7.თევზს მოაშორეთ ჯანჯაფილი, მოასხით ათქვეფილი კვერცხი და კარგად მოურიეთ.

8.დაუმატეთ სახემებელი და ისევ მოურიეთ.

9.ტოფუ შეწვით მცენარეულ ზეთში, გადაიტანეთ თეფშზე.

10.იმავე ზეთში შეწვით თევზი 3 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

11.მოთუშეთ ხახვი, ჯანჯაფილი და ნიორი.

12.მოთუშული ბოსტნეული დაუმატეთ თევზს.

13.მოასხით სოუსი და მოთუშეთ.

14.მოაყარეთ წიწაკა და ქინძი. გააგრძელეთ მისი მომზადება 2-3 წუთი.

15.უგემრიელესი კერძი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!