რას ცვლის ოხრახუში, თუ მას დამარინადებულ წიწაკას დავუმატებთ

718

წიწაკა დამარინადებული ოხრახუშთან ერთად – ზამთრის კერძებში მეფობს.

ინგრედიენტები

  • 1,5კგ წითელი ტკბილი წიწაკა
  • 1 თავი ნიორი
  • ოხრახუში
  • 250გ შაქარი
  • 750მლ წყალი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 250მლ ძმარი
  • 30მლ მცენრეული ზეთი
  • 15გ მარილი

მომზადება

1.გარეცხეთ წიწაკა და დაჭერით 4-6 ნაწილად. გაასუფთავეთ ნიორი, გარეცხეთ მწვანილი. წვრილად დაჭერით.

2.მარინადის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ წყალი, მარილი, შაქარი, მოურიეთ და დაუმატეთ, მცენარეული ზეთი, ძმარი.

მარინადი აადუღეთ და დაუმატეთ წიწაკა. ადუღების მომენტიდან მოხარშეთ 6-7 წუთი.

3.გაასტერილეთ ქილბი. ქილებში მოათავსეთ ნიორი, მწვანილი, წიწაკა, ისევ ნიორი და მწვანილი. ამ მეთოდით აავსეთ ქილა.

4.წიწაკას მოასხით მარინადი და დააფარეთ თავსაფარი. გადმოაბრუნეთ ქილები და მოათავსეთ ბნელ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!