ჟოლოს სუფლე – ძალიან ნაზი, გემრიელი და მსუბუქი დესერტი 

1438

ტკბილეულის მოყვარულებს ეს ფუმფულა დესერტი გასინჯვის პირველი წამიდან შეუყვარდებათ. მოდით ნუღარ დავკარგავთ დროს და შევუდგეთ მის მომზადებას.

ინგრედიენტები: 

3 სუფრის კოვზი კარაქი, გამდნარი 

4 სუფრის კოვზი შაქარი 

სუფლე: 

  • 3 სუფრის კოვზი კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 180 მლ რძე
  • 2 ფინჯანი (300 გ) ახალი ჟოლო, ჩანგლით დასრესილი
  • 6 დიდი კვერცხის ცილა
  • შაქრის პუდრი – მოსაყრელად

ულუფა: 4

მომზადება: 15 წუთი

ცხობა: 25-30 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 190 გრადუსზე.
  2. 300 მლ მოცულობის სუფლეს 4 ყალიბს გამდნარი კარაქი წაუსვით. მოაყარეთ შაქარი, ზედმეტი მოაცილეთ. ყალიბები მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და გადადგით.
  3. სუფლე: პატარა ქვაბში, საშუალო ცეცხლზე გაადნეთ კარაქი და გამუდმებით ურიეთ. ცეცხლზე 1 წუთი დატოვეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და თანდათან დაუმატეთ რძე, ხის კოვზით ურიეთ.
  4. ისევ ცეცხლზე გადაიტანეთ 5 წუთით,  ურიეთ გასქელებამდე, სანამ დუღილს დაიწყებს. დაუწიეთ ცეცხლს და განაგრძეთ ხარშვა, ურიეთ კიდევ 2 წუთი.
  5. ნაზავი გადაიტანეთ საშუალო ზომის ჯამში, შეურიეთ შაქარი და დასრესილი ჟოლო.
  6. მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ ცილა.
  7. ბეზე დიდი კოვზით შეურიეთ ჟოლოს მასას. ფრთხილად დაუმატეთ მორჩენილი ბეზე.
  8. გაანაწილეთ ყალიბებში, კოვზის ზურგით მოუსწორეთ ზედაპირი.
  9. აცხვეთ 15-20 წუთი სანამ კარგად არ ამოვა.
  10. მოაყარეთ შაქრის პუდრი და სუფრაზე მაშინვე მიიტანეთ.