პურის და ხორცსაკეპის გარეშეც შეიძლება კატლეტების მომზადება, მთავარია მონდომება

580

მეგობრებო მოგესალმებით! მე საკმაოდ გამოცდილი დიასახლი ვარ, ამიტომაც მოვასწრაი სამზარეულოს ხრიკების კარგად გაცნობა და ათვისება. დღეს გასწავლით კატლეტების მომზადებას პურის და ხორცსაკეპის გარეშე.

მათ მომზადებაში რთული არაფერია, მთავარია მონდომება.

ინგრედიენტები

  • 500გ ღორის ხორცი
  • 2 ხახვი
  • 50გ ყველი
  • მწვანილი
  • 6 კვერცხი
  • 150გ შვრიის ფანტელი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი

მომზადება

1.დაჭერით ღორის ხორცი. წვრილად დააქუცმაცეთ ხახვი და დაუმატეთ ხორცს. მოაყარეთ ყველი და სანელებლები.

2.ხორცს მოაყარეთ დაქუცმაცებული მწვენილი, კვერცხი. კარგად მოურიეთ, მოასხით მაიონეზი.

3.დაუმატეთ შვრიის ფანტელი და დაელოდეთ 20 წუთი.

4.კოვზის დახმარებით გადაიტანეთ კატლეტები ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!